პოლიცია არასწორი პარკინგის გამო მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა (ვიდეო)

11:23 07-10-2019
1237

ლონდონის პოლიციის ოფიცრებს სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ. სოციალურ მედიაში სწრაფად გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბრიტანეთის დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩაში, ახალგაზრდა მამაკაცს ორი პოლიციელი ფიზიკურად უსწორდება.

როგორც ვიდეოს ავტორი და თვითმხილველები აცხადებენ, აღნიშნული მამაკაცი თავის ცოლთან და ორ შვილთან ერთად იყო და საკუთარი ავტომობილი პარკინკზე დააყენა. პოლიცია მას მიუახლოვდა და მანქანის გადაყენება მოსთხოვა, რადგან ოფიცრების განცხადებით, მამაკაცს ამ კონკრეტულ ადგილას ავტომობილის დაყენების უფლება არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქემ ოფიცრებს შესაბამისი საბუთები წარუდგინა, პოლიციამ მისი დაკავება სცადეს. მამაკაცმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც იგი პოლიციის ოფიცრებმა ისე სცემეს, რომ იგი საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი.

ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციაში განაცხადეს, რომ მათ ნახეს სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეო, რომელიც 9 ივლისს არის გადაღებული. სამართალდამცავი ორგანოს თქმით, ისინი შეისწავლიან პოლიციელების სამხრე კამერებით გადაღებულ ვიდეო-მასალებსაც და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ზომებს მიმართავენ.



ავტორი: მარიამ გიგანი