ეს ქალი ისე იქნევდა ხელებს, მოტეხილობის არაფერი ეტყობოდა - სააკაშვილი სასამართლოში მომხდარ ინციდენტზე

10:52 07-10-2019
4

ოდესის სასამართლოში მომხდარ ფაქტს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ეს ქალი გამოვარდა სასამართლოდან, ტრუხანოვის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდა და მოითხოვდა, რომ ოდესიდან გავთრეულიყავით. ამასთან, ის აგრესეულად იქნევდა ორივე ხელს, რომელსაც მოტეხილის არაფერი ეტყობოდა. ასე მუშაობს ბანდიტური პროპაგანდა, - დაწერა სააკაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე.

გავრცელებული ცნობით, ოდესაში „კრაიანის საქმის“ სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და მათთან ერთად სასამართლოს დარბაზში შეჭრა სცადა.

დარბაზთან არსებულ კორიდორში დაპირისპირება დაიწყო. ამ არეულობის დროს მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალს ხელი ჰკრა, რა დროსაც ქალმა ხელი მოიტეხა.