ნათია თურნავა - გურიის 25 სოფლის გაზიფიცირებაა დაგეგმილი

09:26 07-10-2019
23

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი შრომა ერთ-ერთია იმ დასახლებებიდან, სადაც 2019-21 წლებში გაზიფიცირება განხორციელდება, შედეგად კი ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შრომაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გაზიფიცირების სამწლიანი სამთავრობო გეგმის თანახმად, 2019 – 2021 წლებში გურიის სამივე მუნიციპალიტეტში 25 სოფლის გაზიფიცირებაა დაგეგმილი.

შრომის თემში შემავალი სოფლების (შრომა, ორმეთი, ვაკე, ზედუბანი, ხრიალეთი და მოცვნარი) გაზიფიცირების შედეგად, აშენდება გაზსადენი, რომლის სავარაუდო სიგრძე 95 383 გრძივი მეტრი იქნება. თემში კომლთა რაოდენობაა 1446. უშუალოდ სოფელ შრომაში 233 კომლი გახდება გაზის კომპანიის აბონენტი. პროექტის სავარაუდო ღირებულება 5 263 809 იქნება.