კვლევა -თინეიჯერები ნაკლებად მოიხმარენ მარიხუანას იქ, სადაც ის ლეგალიზებულია

17:25 07-09-2019
16

თინეიჯერები ნაკლებად მოიხმარენ მარიხუანას იქ, სადაც ის ლეგალიზებულია. მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა 1993-2007 წლებში აშშ-ის დამამთავრებელ კლასებში, მოსწავლეებს შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგები გააანალიზეს.

ანალიზმა აჩვენა,რომ თინეიჯერების მიერ ნარკოტიკების მოხმარება10%-ით შემცირდა იმ შტატებში, სადაც მარიხუანა, რეკრეაციული მიზნით, ლეგალური იყო. მაშინ,როდესაც ახალგაზრდა ადამიანებში ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებელი მზარდი იყო.

მკვლევართა ჯგუფი ასეთ დასკვნამდე აშშ-ის მასშტაბით 1.4 მილიონი თინეიჯერის მონაცემთა ანალიზის შედეგად მივიდა. 

ცნობისთვის, აშშ-ს 33 შტატში ლეგალიზებულია სამედიცინო კანაფი, ხოლო 10 შტატში ის ლეგალიზებულია რეკრეაციული გამოყენებისთვის. თუმცა მისი მოხმარება ყველა შტატში აკრძალულია 18 წლამდე მოზარდებში.