ნანა ყეინიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

14:17 07-09-2019
744

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი,  VIII მოწვევის პარლამენტის წევრი ნანა ყეინიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება- ამის შესახებ ყეინიშვილმა ექსკლუზიურად პრაიმტაიმთან ისაუბრა.

 მას შემდეგ რაც ნანა  ყეინიშვილმა მმართველი გუნდი დატოვა , პარტია „ჩვენები“ დააფუძნა. რამდნიმე წელია ის პოლიტიკურ ველზე აღარ გამოჩენილა, თუმცა ამბობს, რომ აქტიური პოლიტიკური გეგმები აქვს, რომელზეც რამდენიმე დღეში დეტალურად ისაუბრებს, მას შემდეგ რაც  ქვეყანაში დაბრუნდება.

„აუცილებლად ვაპირებ პოლიტიკურად გააქტიურებას. ახლა სწორედ შესაბამისი დრო არის, ადამიანი ვისაც პოლიტიკური გეგმები აქვს, შესაბამის გზას დაადგეს.“ - განუცხადა „პრაიმტაიმს“ ნანა ყეინიშვილმა.

ნანა ყეინიშვილის თქმით, ის მოლაპარაკებებს  გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან  არ გამორიცხავს და პარტნიორებსაც უკვე განიხილავს.

„არაფერს არ გამოვრიცხავ, არანაირ ვარიანტს. შემოქმედებითი კუთხით შევხედავთ მომავალს. პარტნიორებს უკვე განვიხილავ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არავისთან არ მქონია, რადგან ძალიან დიდი ხანია უცხოეთში ვარ და ბიზნეს საქმიანობას ვეწევი“ - ამბობს ნანა ყეინიშვილი.

ნანა ყეინიშვილმა „ქართული ოცნება“ 2016 წელს დატოვა. მან მიზეზად „ქართული ოცნებაში“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების მომრავლება დაასახელა. 

ავტორი: თორნიკე ხურციძე