ე.წ სამხრეთ ოსეთი რეზერვისტებისათვის საომარი წვრთნების ჩატარებას გეგმავს

11:12 07-09-2019
744

ე.წ სამხრეთ ოსეთი რეზერვისტებისათვის საომარი წვრთნების ჩატარებას გეგმავს - შესაბამის განკარგულებას ხელი დეფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას „sputnik-ossetia“ - ავრცელებს.

ანატოლი ბიბილოვმა ე.წ თავდაცვის სამინისტროს დაავალა, რომ 2019 წელს ჩასატარებელ წვრთნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ე.წ სამხრეთ ოსეთის ყველა მოქალაქემ, რომელიც ექვემდებარება სამხედრო გაწვევას. 

განკარგულება ძალაში დოკუმენტზე ხელის მოწერიდან, 5 ივლისიდან შევიდა.