ეროვნული გამოცდების ხელმძღვანელი ქუთაისში საგამოცდო პროცესს ადგილზე გაეცნო

14:35 07-08-2019
18

ერთიანი ეროვნული გამოცდების ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე ქუთაისში გამოცდების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს მასშტაბით ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დაგვიანების ორი შემთხვევა კი ქუთაისში დაფიქსირდა. 

1-ელ ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 

საქართველოს მასშტაბით ერთიან ეროვნულ გამოცდებში 41 000 აბიტურიენტია რეგისტრირებული.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე