ქართველი წამყვანები, რომლებმაც პუტინს პირდაპირ ეთერში აგინეს (ვიდეო)

12:08 07-08-2019
10908

გუშინ „რუსთავი2“-ის ეთერში, გიორგი გაბუნიამ პუტინს რუსულ ენაზე აგინა და ორღობის მეძავი უწოდა.

გაბუნიას მონოლოგს მწვავე რეაქცია მოჰყვა, როგორც კოლეგები, საზოგადოების და პოლიტიკურ წრეებში. არხის შენობასთან საპროტესტო აქციაც გაიმართა.

პუტინის გინება პირდაპირ ეთერში ახალი არაა.

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქართულ ტელესივრცეში არაერთხელ უგინებიათ, თუმცა ეს იუმორისტულ გადაცემებში.

ვასიკო ოდიშვილმა იუმორისტულ გადაცემა „აბებში“ და ოთარ ტატიშვილმა თავის იუმორისტულ შოუში.

გუშინდელი ფაქტის შემდეგ სოციალურ ქსელში აზიარებენ კადრებს, რომელშიც ქართველი წამყვანები პუტინს აგინებენ.