გიორგი გაბუნიამ გადაცემა „პოსტ სკრიპტუმ"-ი რუსულ ენაზე, პუტინის გინებით გახსნა

22:29 07-07-2019
10291

რუსთავი ორის ტელეწამყვანმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემა „პოსტ სკრიპტუმი რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გინებით გახსნა. 

უპრეცედენტოთ ხმაურიან ჟესტს და გამონათქვამებს, სადაც ჟურნალისტი პუტინს გინებით და უცენზურო სიტყვებით უხსნის, თუ რატომ არ არის მისი ადგილი საქართველოში უკვე მოყვა საკმაოდ კრიტიკული გამოხმაურება. 

მათ შორის უცენზურო გამონათქვამებს ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე იურისტი და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი კახა კოჟორიძე გამოეხმაურა. შეფასებებში ვკითხულობთ რომ მსგავსი ნაბიჯები ოკუპაციის პრობლემის მოგვარებას ხელშეწყობის ნაცვლად პირიქით ართულებს.