"ა სტუდიოს" საქართველოში კონცერტის ჩატარებაზე ბოიკოტი არ გამოუცხადებია - ნატო დუმბაძე

17:03 07-07-2019
855

რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქეთა თოფურიამ და ჯგუფმა „ა სტუდიომ“ საქართველოში კონცერტი ბოიკოტის ნიშნად გააუქმა, ნატო დუმბაძე სიცრუეს უწოდებს.

მომღერლის პროდიუსერმა „პრაიმტაიმთან“ საუბრის დრო აღნიშნა, რომ ჯგუფი აბსოლუტურად აპოლიტიკურია და ბათუმში კონცერტის გადადება ორგანიზატორთან შეთანხმებით მოხდა.

„ჯგუფს არავითარი ბოიკოტი არ გამოუცხადებია, უბრალოდ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე კონცერტი, დროებით, ორგანიზატორებთან შეთანხმებით გადაიდო. ფიქრობენ გადადებას.  ბათუმში „ა სტუდიოს“ კონცერტი აუცილებლად გაიმართება, თუმცა ზუსტ თარიღს ჯერჯერობით ვერ გეტყვით“ - განაცხადა ნატო დუმბაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ა სტუდიოს“ კონცერტი ბათუმში კლუბ UP2U-ში იყო დაგეგმილი.