სომხეთის და აზერბაიჯანის ნაკრებები ერთმანეთის პირისპირ - თბილისის მედია-ტურნირი

13:26 07-07-2019
151

კოტე მახარაძის სახელობის თბილისის საერთაშორისო საფეხბურთო მედია-ტურნირზე, ერთმანეთს სომხეთისა და აზერბაიჯანის მედია-ნაკრებები შეეჯიბრნენ.

ორ ქვეყანას შორის არსებული რთული ურთიერთობების გამო, შესაძლო რისკის თავიდან ასაცილებლად, უეფა და ფიფა საერთაშორისო ტურნირებზე ამ ქვეყნის ნაკრებებს ერთმანეთთან არ ათამაშებს. ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, პირველად, კოტე მახარაძის თასის ორგანიზატორებმა უპრეცენდენტო რამ მოახერხეს სომხეთ-აზერბაიჯანის მედია-ნაკრებები ერთმანეთს პენალტების სერიაში შეაჯიბრეს.

პენალტების სერიაში გამარჯვება აზერბაიჯანელმა მოთამაშეებმა დაიკავეს და ტურნირზე მესამე ადგილს დაეუფლნენ.

კოტე მახარაძის სახელობის თასისთვის 6 ქვეყნის მედია ნაკრები-იბრძოდა, გამარჯვებული კი უკრაინა გახდა. ამ გუნდის წევრის აზრით, ტურნირების ისტორიაში საუკეთესოდ მისი ორგანიზება საქართველოში მოახერხეს.