ძიუდოს ფედერაცია ვიზებთან დაკავშირბით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

16:54 07-05-2019

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ რომ ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს კანადაში გასამგზავრებლად ვიზა არ მისცეს უარყოფს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ფედერაციის ხელმძღვანელებმა მონრეალში გასამართი ტურნირისთვის სპორტსმენების გამგზავრება გადაიფიქრეს და საელჩოში საბუთები სრულყოფილად აღარ მიაწოდეს.

მათი ინფორმაციით, კანადის ტურნირის მაგივრად, ქართველი ძიუდოისტები ევროპის პრესტიჟულ ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას.