კახეთში C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების ნაწილი მკურნალობაზე უარს ამბობს

15:16 07-05-2019
26

კახეთში C ჰეპატიტით დაავადებულების დაახლოებით, 10 პროცენტი, მკურნალობაზე უარს ამბობს.

კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მკურნალობა ნებაყოფლობითია და სახელმწიფოს პაციენტის მხოლოდ დარწმუნება შეუძლია.

„მედიკამენტები უფასოა, თუმცა, რაღაც ნაწილი მაინც უარს ამბობს მკურნალობაზე. დაავადებულების უმრავლესობა მამაკაცია და ხშირ შემთხვევაში, რეჟიმის დაცვას, რომელიც მკურნალობის პროცესს ახლავს, თავს არიდებს“,- თქვა ხიზანიშვილმა „პრაიმტაიმთან“.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს დაიწყო და ის დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პრევენციას მოიცავს. ვირუსით დაავადებულები ძვირადღირებულ მედიკამენტებს სახელმწიფოსაგან უფასოდ იღებენ.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი