კალიფორნიაში 6,4 ბალიანი მიწისძვრის შედეგად, მიწისქვეშა ბიძგების რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა - ვიდეო

14:48 07-05-2019
59

სამხრეთ კალიფორნიის შტატში, ქალაქ ლოს-ანჯელესში დილით მიწისძვრა მოხდა - ყველაზე მასშტაბური მიწისძვრა. ბოლო 20 წლის განმავლობაში. ლას-ვეგასში და ორენჯის ოლქში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

width=600

რიჯკრესტის რაიონში მიწისძვრის სიმძლავრემ 6,4 ბალს მიაღწია - ეპიცენტრი, მოჯჰავას უდაბნოს დასავლეთ ნაწილში და ლოს-ანჟელესის ჩრდილოეთით ნაწილიდან 150 კილომეტრში იყო.

width=600

„USGS“-ის სეისმოლოგის რობერტ გრეივსის განცხადებით, მიწისძვრის შემდეგ, მინიმუმ 159 ბიძგი და 2, 5 მაგნიტუტის სიმძლავრის მიწისძვრები დაფიქსირდა.

width=600

„ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, ვიდრე სხვა მიწისძვრების დროს. მათგან ყველაზე დიდი - 4.6 ბალი იყო“ - აცხადებს გრეივსი. 

width=600

ძლიერი მიწისძვრის გამო, კალიფორნიის შტატში რიჯკრესტთან ახლოს გზის საფარი გაიხსნა.

width=600

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, სამხრეთ კალიფორნიაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი, ლოს-ანჯელესიდან 150 კილომეტრში აღინიშნებოდა. მიწისქვეშა ბიძგები ლოს-ანჯელესსა და ლას-ვეგასშიც იგრძნობოდა. მიწისძვრამ ქალაქში გაზსადენი დააზიანა, რის გამოც რამდენიმე ადგილას ხანძარის კერები შეინიშნებოდა.