მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა - მიხეილ ბატიაშვილი

12:44 07-05-2019
75

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მიხეილ გიორგაძემ მინისტრის მოადგილის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ გიორგაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადებით უკვე მიმართა.

მინისტრმა მიხეილ გიორგაძეს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„რაც შეეხება კულტურის სფეროს, ვფიქრობთ, სჭირდება რეფორმირება, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების ჩართულობას. ამ მიმართულებით ჩამოვაყალიბებთ  კონკრეტული ნაბიჯების ხედვას, რაც მნიშვნელოვანი იქნება ამ სფეროს განვითარებისთვის. მსჯელობას დავიწყებთ და როგორც კი გვეცოდინება, შეგატყობინებთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მიხეილ გიორგაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა დღეს დატოვა. ამის შესახებ მან facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, სადაც ასევე აღნიშნავს, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.