მეტროსადგურ ვარკეთილში ტექნიკური შეფერხებაა

09:29 07-05-2019
155

მეტროსადგურ ვარკეთილში ტექნიკური შეფერხებაა, ამის შესახებ „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. 

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მატარებლები მოძრაობენ მხოლოდ მეტროსადგურ სამგორამდე, ვარკეთილიდან მგზავრებს ვერ ემსახურებიან  ტექნიკურ ხარვეზის გამო. მათივე ინფორმაციით, მოძრაობა ეტაპობრივად აღდგება.