მიმდინარეობს გამოძიება, თუ ბრალეულობა გამოიკვეთა, მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა - განათლების მინისტრი ია კერზაიას საქმეზე

12:37 07-04-2019
38

პირველივე დღიდან ვახსენებდი, როგორც კი ვთქვათ, ამ მიმართულებით სამინისტროს, ან ჩემი რაღაც შეიძლება, გახდეს საჭირო, არამარტო იურიდიული, მორალური პასუხისმგებლობაც, მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა" - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი განაცხადა, რომელიც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზუგდიდის საჯარო სკოლებში გენერალური ინსპექციის გაგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დაავალა.

„ბევრჯერ მაქვს გაცხადებული, არანაირი ასეთი ინფორმაცია არ ყოფილა. როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ამ მიმართულებით, როგორც ვიცით, საკმაოდ აქტიურად მუშაობს. პირველივე დღიდან ვახსენებდი, როგორც კი, ვთქვათ, ამ მიმართულებით სამინისტროს, ან ჩემი რაღაც შეიძლება, გახდეს საჭირო, არამარტო იურიდიული, მორალური პასუხისმგებლობაც, მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ია კერზაიას შვილმა, ბაჩა შენგელიამ შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. შენგელია  გიორი გახარიას გამოკითხვას ითხოვს. ის აცხადებს, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების სამსახური გახარიას ბრძანებით შევიდა.