„თავი უნდა გააჭანჭყარო მეტი გზა არალი“ - აბიტურიენტები გამოცდებზე სხვადასხვა წარწერებიანი მაისურებით მივიდნენ

11:42 07-04-2019
34

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მეოთხე დღეა მიმდინარეობს. გამოცდები 1-ლ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 3 და 4 ივლისს აბიტურიენტები ზოგადი უნარების ტესტებს აბარებენ.

აბიტურიენტები წელს მეტი კრეატიულობით გამოირჩევიან, ისინი გამოცდებზე სხვადასხვა წარწერიანი მაისურებით მივიდნენ. გთავაზობთ ფოტოებს, რომელსაც ედუ.არის.ჯი ავრცელებს.

„თავი უნდა გააჭანჭყარო მეტი გზა არალი“ - აბიტურიენტი ქუთაისიდან.

„ნეტა მეტი დრო მქონოდა“ - აბიტურიენტი თბილისიდან.

„სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი“, #Stoprussia #occupiedbyrussia” - აბიტურიენტი ქუთაისიდან.

ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრში არიან გადანაწილებულნი.