გაიცანით სამხედრო, რომელიც ავღანეთში ქართულ ეკლესიას მოხატავს (ვიდეო)

11:17 07-04-2019
16

ქართველი სამხედრო, კაპრალი როდამი მესხი ავღანეთში მსახურობს. გარდა იმისა, რომ საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მსახურობს, ავღანეთის მისიაში თანამებრძოლებს საკუთარი თავი მხატვრობითაც გააცნო.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მესხის ნახატებს ბევრგან შეხვდებით.

ზემდგომის დავალებების პარალელურად, თავისუფალ დროს, კაპრალი როდამი მესხი ავღანეთში სამხედროების ყოფას, ფუნჯით და საღებავებით ასახავს.

კაპრალი მალე, ქართულ ეკლესიას ახალი ფრესკებით მოხატავს. პირველი მისიის დროს კაპრალმა საკუთარი წვლილი ეკლესიის მოპირკეთებაში შეიტანა, ახლა კი მისი კედლების მოხატვას იწყებს.