ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ს „მტრული ქმედებებით შეპყრობილი“ უწოდა

11:02 07-04-2019
28

დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის გამართული წარმატებული შეხვედრის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებულ შტატებს კვლავ აკრიტიკებს.

გაეროში ფხენიანის დელეგაციამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „შეპყრობილია მტრული ქმედებებითა და სანქციებით“.

ოფიციალური ფხენიანის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება მოულოდნელი იყო, რადგან რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ კორეაში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის უპრეცედენტო და ისტორიული მნიშვნელობის მქონე შეხვედრა გაიმართა. მხარეები ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში რჩება, თუმცა მათ შემსუბუქებას არ გამორიცხავს. ოფიციალურ ვაშინგტონს ფხენიანისთვის სანქციები ბირთვულ პროგრამაზე მუშაობისა და რაკეტების გამოცდის გამო აქვს დაწესებული.

ხანგრძლივი მუქარებისა და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობა შარშან გაუმჯობესდა. მხარეები 1 წლის წინ შეთანხმდნენ, რომ ბირთვული განიარაღების პროცესს დაიწყებდნენ.

ექსპერტთა შეფასებით, ფხენიანის დელეგაციის მიერ გაეროში გაკეთებული განცხადება  მხარეთა მოლაპარაკებებს კვლავ აგრესიულ ფონს უბრუნებს.

ავტორი: მარიამ გიგანი