ტოკიოში „გოჭების კაფე“ გაიხსნა - ვიდეო

14:15 07-03-2019
137

რამდენიმე ხნის წინ ტოკიოში გოჭების კაფე გაიხსნა

width=600

„CNN“-ის ინფორმაციით, შინაური კატების კაფეები თითქმის ყველა ქვეყანაშია გახსნილი. ამ ეტაპზე კი იაპონიიაში გაიხსნა გოჭების (Piggy) კაფე.

width=600

ტოკიოს ერთ-ერთ უბან მეგუროში გაიხსნა მაღაზია „Mipig“, რომელსაც მომხიბლავი გოჭები ჰყავს.

width=600

„Mipig“-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კაფეში „მინი-ღორები“ ცხოვრობენ. ზოგიერთი ისეთი პატარა გოჭია, რომ ჩაის ჭიქებზეც თავსდებიან. თუმცა, უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ ისინი კონკრეტული ჯიშის ღორები არ არიან. ისინი პატარა გოჭები არიან, რომლებიც ჩვეულებრივ დიდი ზომის იზრდებიან.

width=600

კაფეს დამფუძნებლები იმედოვნებდნენ, რომ პროექტისთვის 2 მილიონი დასჭირდებოდათ, მაგრამ ორჯერ მეტის დახარჯვა მოუწიათ.

width=600

ამერიკის შეერთებულ შტატებში, გოჭები პოპულარულ შინაურ ცხოველებად ითვლებიან. განსაკუთრებით ცნობილი სახეებისთვის. პერის ჰილტონი წითელ ხალიჩაზე გოჭთან ერთად პოზირებდა. არიანა გრანდეს და პიგი სმოლზის გოჭები, მათ მუსიკალურ ვიდეოებში გამოჩნდნენ.

width=600

თუმცა, ისინი იაპონიაში, როგორც შინაური ცხოველები, არ განიხილებიან.

ჩვენ გვინდა იაპონელებს გავაცნოთ ეს ცხოველები, რომ საბოლოოდ ოჯახის საყვარელი წევრები გახდნენ, - განაცხადა „Mipig“-ის დამფუძნებლებმა.

width=600

ეს იყო ჭკვიანური ნაბიჯი, იმის გათვალისწინებით, რომ იაპონიის ცხოველთა ბაზარში, უკვე ხალხმრავლობა შეიმჩნევა. ამჟამად, არსებობს კაფე, სადაც ადამიანები ძაღლებთან, ბუებთან, ზღარბებთან კონტაქტს შეძლებენ.

  width=600

„მათ ცხვირი მუდამ ცივი აქვთ, მაგრამ სხეული თბილი! - აცხადებს ერთ-ერთი სტუმარი.  

width=600

2015 წელს, ლონდონში გაიმართა  პიკნიკი, სადაც მოწვეულ სტუმრებს, გაზაფხულის ყოველ შაბათ-კვირას, ცხოველების შეძენა შეეძლოთ.  

ავტორი: რუსა ღვანიძე