შავ ზღვაში ნატოს ორი სამხედრო ხომალდი შევიდა

11:55 07-03-2019
26

ბოსფორუს ობზერვერის“ ინფორმაციით, შავ ზღვაში ნატოს ორი სამხედრო ხომალდი შევიდა. 

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამხედრო ხომალდები სამხედრო სწავლება „სი ბრიზ 2019“-ში (Sea Breeze 2019) მონაწილეობის მისაღებად უკრაინისკენ მიემართებიან.

უკრაინაში ნატოს წევრებისა და პარტნიორების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები 12 ივლისამდე გაგრძელდება.

სამხედრო სწავლებაში 30 ხომალდი, 30 საფრენი აპარატი და საზღვაო ქვეითი დანაყოფების პირადი შემადგენლობის 900-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს.