ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ganqorwineba

საზოგადოება 1711620264

22 275 ქორწინება, 13 664 განქორწინება - საქსტატმა 2023 წლის მონაცემები გამოაქვეყნა

2023 წელს, საქართველოში რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.7 წელს, ხოლომამაკაცებისთვის 32.1 წელს.2023 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 664 ერთეული შეადგინა, რაც 3.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ჯეიმს რუბინი

მსოფლიო 1711620212

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, ზელენსკიმ უფრო მეტი ღიაობა უნდა გამოიჩინოს ფრონტზე შექმნილი მწარე სიმართლის შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, ჯეიმს რუბინის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უფრო მეტი ღიაობა უნდა გამოიჩინოს ფრონტზე შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციის გავრცელების საკითხებში. ამის შესახებ Politico წერს.ჯეიმს რუბინი ხელმძღვანელობს სახელმწიფო დეპარტამენტის „გლობალური ჩართულობის ცენტრს“, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლაზეა პასუხისმგებელი. რუბინის განცხადებით, „ხანდახან უკრაინის ხელისუფლება ეწინააღმდეგება ინფორმაციის იმ თავისუფლებას, რომელიც სრულიად ნორმალურია ჩვენთვის“.„ხანდახან ომის რეპორტიორები აშუქებენ ისეთ მოვლენებს, რაც არ შედის ზელენსკის ინტერესებში, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა ესმოდეთ, რომ ომის რეპორტიორების მიერ მოვლენების გაშუქება, თუნდაც ხანდახან ეს ცუდი ამბების გაშუქებას ნიშნავდეს, გაცილებით სჯობს იმ კონტროლირებად გარემოში ცხოვრებას, როგორიც რუსეთს აქვს დამყარებული“, - ამბობს ჯეიმს რუბინი.როგორც Politico წერს, უკრაინელი და დასავლელი ჟურნალისტები ფრონტზე უფრო მეტ დაშვებას ითხოვენ, ოფიციალური კიევი კონფლიქტის სენსიტიური ზომებიდან მოვლენების გაშუქებას ზღუდავს.რუბინის განცხადებით, ჟურნალისტებისთვის წვდომის გაზრდა ხაზს გაუსვამს მოკავშირეების მხრიდან უკრაინის დახმარების აუცილებლობას. მისივე თქმით, ქვეყანა „სწორი მიმართულებით მიდის“, მაგრამ „სრულფასოვან დემოკრატიას“ ჯერ არ წარმოადგენს.

მაშველები

შემთხვევა 1711619136

ზვავში მოყოლილი ადამიანის გადასარჩენად, მაშველები უკვე მუშაობენ, ადგილზე გაფრინდა ვერტმფრენი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც მთის ფერდობიდან ჩამოიშალა თოვლის მასა.არსებული ინფორმაციით, ზვავში სავარაუდოდ მოყოლილია ერთი ადამიანი, რომლის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.ასევე, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად, თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1711618611

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს - რა ვქნათ ახლა, გავაგზავნოთ საფრანგეთში აქედან ხალხი, რომ რუსული კანონი არ მიიღონ თუ ჩვენვე მივიღოთ ამჯერად ფრანგული კანონი?! - ლევან ნიკოლეიშვილი

ეს არის ერთ-ერთი ახლი ინფორმაცია -„საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.“ და არაფერიც ალბათ ეს კანონი გავა, თან ისე რომ აზრადაც არ მოუვა თავში არავის, რომ მას ან რუსული უწოდოს ან აქციები და გამოსვლები მოაწყოს (ისე, საფრანგეთში იციან გამოსვლები და აქციები თუ იციან თან მხლები მტვრევა-ნგრევებით!). - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.მისი განცხადებით, როდესაც მსგავსი ინფორმაცია საქართველოში გავრცელდა, ანალოგიურ კანონპროექტს "რუსული" უწოდეს და არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზეც გააპროტესტეს."ეს არის ერთ-ერთი ახლი ინფორმაცია -„საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.“ და არაფერიც ალბათ ეს კანონი გავა, თან ისე რომ აზრადაც არ მოუვა თავში არავის, რომ მას ან რუსული უწოდოს ან აქციები და გამოსვლები მოაწყოს (ისე, საფრანგეთში იციან გამოსვლები და აქციები თუ იციან თან მხლები მტვრევა-ნგრევებით!).აი, ასეთი ინფორმაცია რომ გავრცელდეს -„საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.“ ოო, მაშინ იცით რა მოხდება, უფრო სწორედ რა მოხდა: იმ წამსვე უწოდეს რუსული კანონი, არა მარტო აქაურებმა, არამედ იქაურებმაც, ცალკე პარლამენტარები, ცალკე არასამთავრობოები, ცალკე ელჩები გაიძახოდნენ, რომ არ გინდათ რუსული კანონიო, ცალე ევროპარლამენტარები, შემდეგ ეს ყველაფერი არეულობაში გადაიზარდა, მოლოტოვის კოქტეილებში და ასე შემდეგ. ისე რა ძირითად განსხვავება ზემოთ მოყვანილ ორ ციტატას შორის-ერთში წერია "საფრანგეთი" მეორეში "საქართველო" და რა ვქნათ ახლა, გავაგზავნოთ საფრანგეთში აქედან ხალხი, რომ რუსული კანონი არ მიიღონ თუ ჩვენვე მივიღოთ იქაური, ამჯერად ფრანგული კანონი?!" - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

გურამ კაშია

საზოგადოება 1711618379

ვინ არის გურამ კაშიას უმშვენიერესი მეუღლე

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია საკმაოდ აქტუალური პერსონაა და ინტერესი არ წყდება. გურამ კაშიას, უმშვენიერესი მეუღლე, თამთა გიგაშვილია. პროფესიით სამართალმცოდნე. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს - ალექსანდრა.გთავაზობთ, ერთ-ერთი ინტერვიუდან  ამონარიდს. „ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო... საკმაოდ მალე დავახლოვდით, ერთმანეთს კარგად გავუგეთ. ყველაფერი უცებ მოხდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ თავადაც გაკვირვებულები ვიყავით. გაცნობიდან ცოტა ხანში აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი მოგვწონდა და უფრო მეტიც, გვიყვარდა კიდეც... შეყვარებულები ერთი წლის განმავლობაში ვიყავით, მერე კი დაოჯახება გადავწყვიტეთ. სხვათა შორის, ერთმანეთისთვის სიყვარული არ აგვიხსნია. სიტყვები არ იყო საჭირო საიმისოდ, რომ ურთიერთობა გაგვერკვია. მაშინ არც ისეთი პატარები ვიყავით: მეც და გურამიც 22 წლის გახლდით და გააზრებული გვქონდა, რა ხდებოდა ჩვენს თავს. ოჯახის შექმნაზეც ბევრი არ გვიფიქრია. ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობდით და ერთმანეთის ყოველთვის უთქმელად გვესმოდა. დიდი ქორწილი არ გვქონია, რადგან არც მე და არც გურამს არ გვქონდა ამის სურვილი. ჩვენი ერთად ცხოვრების დასაწყისი უახლოესი მეგობრების გარემოცვაში აღვნიშნეთ...“