2 დაბნელება და 5 რეტროგრადული პლანეტა - ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

18:31 07-02-2019
15

ვერძი

მზის დაბნელება 2 ივლისს, თქვენს მეოთხე სახლში მოხდება. ჰოროსკოპის მეოთხე სახლი დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან და ოჯახთან. ეს ასევე წარმოადგენს უსაფრთხოებისა და კომფორტის შეგრძნებას. მოსალოდნელია ცვლილებები და სიახლეები ოჯახში. შესაძლოა მატება ან პირიქით, ვინმე წავა თქვენი სახლიდან სხვაგან საცხოვრებლად. მოსალოდნელია სახლის გამოცვლა. შესაძლოა სხვა ქალაქში ან ქვეყანაში წასვლა საცხოვრებლად. მოსალოდნელია უძრავი ქონების შეძენა/გაყიდვა. თუმცა 7 ივლისიდან თვის ბოლომდე არაფრის შეძენა არ ღირს. 2 ივლისს, პლანეტა მარსი, თქვენი მფარველი პლანეტა, იცვლის ნიშანს და შედის თქვენს მეხუთე სახლში. ეს სიყვარულის, ბედნიერების, მოგზაურობის სახლია. მარსი თქვენგან ფიზიკურ აქტივობას მოითხოვს. სასურველია სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, მოსალოდნელია მივლინებაში წასვლა. შესაძლოა ძალიან მხურვალე სასიყვარულო ურთიერთობა გააბათ ივლისის თვეში. მოსალოდნელია ყოფილი პარტნიორების დაბრუნება, მათთან ურთიერთობის აღდგენა. მეხუთე სახლი ბავშვებსაც განაგებს. მოსალოდნელია აქტიური ურთიერთობა ბავშვებთან. 4 ივლისს, სიყვარულისა, სილამაზის, ჰარმონიისა და ფულის პლანეტა ვენერა შედის თქვეს მეოთხე სახლში. ვენერა ბედნიერი მოვლენების მომასწავებელია. მოსალოდნელია სასიხარულო სიახლე ოჯახში ან მოულოდნელი სტუმრების ჩამოსვლა, ასევე სახლისა თუ ოფისისთვის ახალი ავეჯის შეძენა ან ინტერიერის შეცვლა. შესაძლოა ფინანსური დახმარება მიიღოთ ვინმესგან ან კრედიტი აიღოთ. 7 ივლისს კი მერკური რეტროგრადული მიმართულებით იწყებს მოძრაობას თქვენს მეხუთე სახლში. ამ პლანეტის ასეთი მდგომარეობა განაპირობებს ყოფილ სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის აღდგენას ან ყოფილი თანამშრომლების დაბრუნებას, გამოცდების ხელახლა ჩაბარებას ან სამუშაო ადგილას რეორგანიზაციას. მთვარის დაბნელება 16 ივლისს თქვენს მეათე სახლში მოხდება. ჰოროსკოპის ეს სახლი განაგებს კარიერასა და სტატუსს. დაბნელება როგორც წესი გამოამჟღავნებს რაღაცას, ნათელს მოჰფენს ბევრ რამეს, დაინახავთ თუ რამდენად სწორად მიდიხართ თქვენი კარიერის გზაზე, მიხვდებით გსურთ თუ არა ამა თუ იმ მიზნის მიღწევა. ამ დაბნელების დროს ასევე მოსალოდნელია თანამდებობისა და სამსახურის შეცვლა ან უფროსობის გამოცვლა. რამდენადაც მეათე სახლი სტატუსსაც გულისხმობს, შესაძლოა საკუთარი რეპუტაციის დაცვა მოგიხდეთ ან თქვენი სოციალური სტატუსი შეიცვალოს. 23 ივლისს მზე შევა თქვენს მეხუთე სახლში და ამ დროისთვის ამ სახლში უკვე 4 პლანეტა მოიყრის თავს. აუცილებლად ელოდეთ რომანს ამ პერიოდში. თუ უკვე გყავთ მეუღლე ან პარტნიორი, მაშინ მოსალოდნელია დასასვენებლად ერთად წასვლა. ასევე შესაძლოა შემოქმედებითი კუთხით, ახალი იდეები გაგიჩნდეთ. 29 ივლისს ვენერაც თქვენს მეხუთე სახლში შევა. სიყვარულის პლანეტა მეხუთე სახლში თქვენთვის ჰარმონიას და სილამაზეს მოიტანს. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრაზე წასვლა ან მოულოდნელი საჩუქარი.

 

კურო

2 ივლისის მზის დაბნელება თქვენს მესამე სახლში მოხდება. ეს ურთიერთობების, კომუნიკაციის სახლია. მზის დაბნელება ახალი ციკლის დასაწყისი იქნება თქვენთვის. შესაძლოა რაიმე მნიშვნელოვანი და ახალი მოხდეს თქვენი ოჯახის წევრების ცხოვრებაში. მესამე სახლი სატრანსპორტო საშუალებებსაც განაგებს. თუ მანქანის შეძენა გსურთ, შეგიძლიათ ივლისში კარგად შეარჩიოთ, თუმცა ყიდვა აგვისტოსთვის გადადეთ. 2 ივლისის მზის დაბნელებამ შესაძლოა გიბიძგოთ ახალი უნარების შეძენისკენ, მოსალოდნელია რაიმე სასწავლო კურსებზე და ტრენინგებზე ჩაწერა. ამავე დღეს მარსი თქვენს მეოთხე სახლში შევა. ჰოროსკოპის ეს სახლი საცხოვრებელ ადგილს, ოჯახს და უძრავ ქონებას განაგებს. მარსმა შესაძლოა საცხოვრებელი ადგილის ცვლილება გამოიწვიოს. შესაძლოა სახლის რემონტი დაიწყოთ ან სამოგზაუროდ წახვიდეთ. ნეგატიური თვალსაზრისით კი მარსი აგრესიული პლანეტაა და მოსალოდნელია ჩხუბი ოჯახის წევრებთან, სასამართლო პროცესის დაწყება და დავა რაიმე საკითხზე. გახსოვდეთ ეს და მაქსიმალურად აარიდეთ თავი კონფლიქტებს. მარსის ენერგია ფიზიკური აქტივობით გადაიტანეთ. 21 ივლისს კი მზეც თქვენს მეოთხე სახლში შევა და ოჯახსა და სახლში გაცილებით უფრო ჰარმონიულ ატმოსფეროს შექმნის. ამავე სახლში შევა ვენერა 29 ივლისს, რომელიც ასევე სიყვარულისა და ჰარმონიის პლანეტაა. 7 ივლისიდან მერკური თქვენს მეოთხე სახლში შემობრუნდება და რეტროგრადული იქნება. პლანეტის ასეთი მოძრაობა წარსულში დაგაბრუნებთ. ძველი საქმეების ხელახლა გაკეთება ან გადაკეთება მოგიწევთ. შესაძლოა სახლის ხელახლა აშენება დაიწყოთ ან ხელახლა გააკეთოთ რემონტი. მოსალოდნელია დაბრუნება ისეთ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც წარსულში დადიოდით და დიდი ხანია არ ყოფილხართ. მერკური დოკუმენტებსაც განაგებს. შესაძლოა თქვენს ნათესავებთან ან წინაპრებთან დაკავშირებით რამე ინფორმაციის მოძიება ან საბუთების მოძებნა დაიწყოთ. მოსალოდნელია გვარის შეცვლაც. შესაძლოა შეხვედრა ძველ მეგობართან. 4 ივლისს ვენერა თქვენს მესამე სახლში შევა. ამ პლანეტას კარგი ამბები მოაქვს. სასიამოვნო სიახლეს გაიგებთ, შესაძლოა თქვენი და ან დაქალი გესტუმროთ. თუ გამოცდის ჩაბარება გიწევთ, აუცილებლად კარგად ჩაივლის. მოსალოდნელია საჩუქრის მიღებაც. თუკი რამის შეძენას გეგმავთ, 7 ივლისამდე მოასწარით. ვენერა მესამე სახლში ახალ ნაცნობობასაც ნიშნავს. ამ თვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მთვარის დაბნელებაა, რომელიც 16 ივლისს მოხდება და ის თქვენს მეცხრე სახლში იქნება. მოსალოდნელია ვიზის მიღება, სამოგზაუროდ წასვლა ან საერთაშორისო კომპანიასთან ბიზნეს მოლაპარაკებების წარმოება. მეცხრე სახლი პოპულარულობასაც განაგებს და შესაძლოა გაცილებით უფრო ცნობადი გახდეთ და საკუთარი საქმე ფართო ასპარეზზე გაიტანოთ. მოსალოდნელია უცხოელი ადამიანების გაცნობა. მეცხრე სახლი უმაღლეს სასწავლებლებსაც განაგებს და მთვარის დაბნელების შემდეგ, თქვენთვის ნათელი გახდება თუ სად გსურთ სწავლა და ჩაბარება. შესაძლოა გაცვლით პროგრამაში წახვიდეთ.

ტყუპები

2 ივლისს მზის დაბნელება თქვენს მეორე სახლში მოხდება. ჰოროსკოპის ეს სახლი ფულს, ძვირფასეულობას და შემოსავლებს განაგებს. მოსალოდნელია შემოსავლის წყაროს ცვლილება. დაბნელება ამ სფეროში ცვლილებებს შემოიტანს. შესაძლოა რამე გაყიდოთ ან შეიძინოთ. მოსალოდნელია რაიმე საქმეში ინვესტიციის ჩადებაც. თუმცა ივლისში საქმიან შეთანხმებებზე ხელის მოწერა არ ღირს. ფინანსური მდგომარეობის ცვლილება შესაძლოა უარყოფითადაც აისახოს, მაგალითად, თუკი აქამდე მშობლები ან მეუღლე გაფინანსებდნენ, ეს თანხები ვეღარ მიიღოთ და ახალი შემოსავლის წყაროს ძიება მოგიხდეთ. მოსალოდნელია გაგიჩნდეთ ფულის შოვნის ახალი იდეაც. მზის დაბნელება საკუთარი თავის შეფასებაშიც დაგეხმარებათ. აუცილებლად მოხდება რაღაც ისეთი სიტუაცია, რომელიც თქვენს თვითშეფასებას შეცვლის. მარსი, აქტივობის, მოქმედების, სიმამაცის პლანეტა 2 ივლისს თქვენს მესამე სახლში შევა. ეს ურთიერთობების, კომუნიკაციების, კონტაქტების და ახალი უნარების შეძენის სახლია. მოსალოდნელია გამოცდების წარმატებით ჩაბარება, სწავლის დაწყება, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. მარსი მესამე სახლში მოგზაურობასაც ნიშნავს. შესაძლოა ეს მივლინება იყოს, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მოსალოდნელია შეხვედრა ნათესავებთან ან მათი სტუმრობა სახლში. მარსი აგრესიული პლანეტაცაა და ეცადეთ თავი აარიდოთ კონფლიქტებს. შესაძლოა ავტომობილის შეკეთება დაგჭირდეთ ან ოჯახის წევრების ტრანსპორტირება მოგიხდეთ. ივლისში ავტომობილის შეძენისგან თავი შეიკავეთ. 4 ივლისიდან ვენერა თქვენს მეორე სახლში შევა (ფული და ძვირფასეულობა). პლანეტის ასეთი მდგომარეობა ძალიან კარგია. შესაძლოა მიიღოთ ძვირფასი საჩუქარი ან ვალი დაგიბრუნონ. 4 ივლისს აუცილებლად ელოდეთ თანხის ან საჩუქრის მიღება. 7 ივლისიდან კი მერკური თქვენს მესამე სახლში და რეტროგრადული იქნება 3 კვირის განმავლობაში. პლანეტის ასეთი მოძრაობა წარსულში დაგაბრუნებთ. შესაძლოა ხელახლა მოგიწიოთ გამგზავრება იქ, სადაც უკვე იყავით, შესაძლოა ხელახლა შეხვდეთ საქმიან პარტნიორს ხელახალი მოლაპარაკებებისთვის. რეტროგრადული მერკური გამოცდის ხელახლა ჩაბარებას ან სწავლის ხელახლა დაწყებასაც ნიშნავს. მოსალოდნელია დაკარგული საბუთების აღდგენა ან ქონების ვინმეზე გადაფორმება. რეტროგრადული მერკურის პირობებში არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ ტექნიკა. 16 ივლისს მთვარის დაბნელება თქვენს მერვე (დიდი ფინანსები, სხვისი ფინანსები) სახლში მოხდება. ჰოროსკოპის ეს სახლი განაგებს კრედიტებს, სესხებს, სხვის ფულს, გადასახადებს და ა.შ. მთვარის დაბნელება კულმინაციური მომენტია, რომელიც ნათელს მოჰფენს ამ სფეროში თქვენს პრობლემებს. მოსალოდნელია სახელმწიფო გრანტის ან სტიპენდიის მიღება ან ასეთი დაფინანსების შეწყვეტა. გარდა ამისა, შესაძლოა მემკვიდრეობაც მიიღოთ. თუ ბიზნეს-საქმიანობით ხართ დაკავებული, მოსალოდნელია საქმიანი პარტნიორის ცვლილება ან მასთან ფინანსური საკითხების განხილვა. ივლისის თვე ტყუპებისთვის მთლიანად ფინანსებთან იქნება დაკავშირებული და აუცილებლად მოგიწევთ ამ კუთხით ცვლილებების შეტანა. გადახედეთ თქვენს შემოსავლებს, ხარჯებს, სესხებს და მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. 23 ივლისს მზე შევა თქვეს მესამე სახლში, ხოლო 29 ივლისს ამავე სახლში შევა ვენერაც. ჯამში თქვენს მესამე სახლში 4 პლანეტა მოგროვდება. ეს კომუნიკაციის, სწავლის და ურთიერთობების სახლია. მოსალოდნელია ფინანსური მოლაპარაკებები, ხელშეკრულებების პირობების განხილვაც. მესამე სახლი დოკუმენტებს და გადაადგილებასაც განაგებს. შესაძლოა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ, ამასთან დაკავშირებით საბუთები გააფორმოთ და ა.შ. 

 

კირჩხიბი

2 ივლისს მზის დაბნელება თქვენს ნიშანში მოხდება. თუ თქვენ 1,2,3 ივლისს ხართ დაბადებული, მაშინ უახლოესი 12 თვის განმავლობაში თქვენი ცხოვრება შეიცვლება. დაიწყება ახალი ციკლი, გაიცნობთ ახალ ადამიანებს, მოსალოდნელია მომავალ მეუღლესთან შეხვედრა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ახალი კარიერისა და ბიზნესის დაწყება. მზის დაბნელება ყველა კირჩხიბისთვის პროგრესის მომტანი იქნება. თუ ამ დრომდე შეფერხებები გქონდათ, ამიერიდან ყველაფერი დაიძვრება და წინ გადადგამთ ნაბიჯს. მზის დაბნელება პირველ სახლში გარეგნობაზეც აისახება. შესაძლოა იმიჯი ან ქცევის წესები შეიცვალოთ. მოსალოდნელია წონაში კლება, ვარცხნილობის შეცვლა, სპორტ-დარბაზში სიარულის დაწყება და ა.შ. კირჩხიბებისთვის ეს მაგიური დაბნელება იქნება, რომელიც ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლის. თუკი ცხოვრებაში რთული პერიოდი გქონდათ, მაშინ აუცილებლად დაინახავთ სინათლეს. თუ სასიყვარულო ურთიერთობებში გქონდათ პრობლემები, მაშინ აქაც ყველაფერი გამოსწორდება. თუ დიდხანს გქონდათ უთანხმოება შეყვარებულთან/ცოლთან, მაშინ ეს დაბნელება ამ ურთიერთობას წერტილს საბოლოოდ დაუსვამს და მალე ახალ სასიყვარულო პარტნიორს შეხვდებით. მოსალოდნელია ასევე ახალი საქმიანი ურთიერთობების წამოწყებაც. თუმცა გახსოვდეთ, რომ ივლისის თვეში თავი უნდა შეიკავოთ ხელშეკრულებების გაფორმებისგან, ასევე ქორწინების დარეგისტრირებისგან. 2 ივლისს მარსი თქვენს მეორე სახლში შევა. ეს ფინანსების, შემოსავლების სახლია. მარსის ასეთმა მდგომარეობამ შესაძლოა გამბედაობა შეგმატოთ, დათანხმდეთ ახალ სამსახურს ან გაგიჩნდეთ ფულის შოვნის იდეა. მოსალოდნელია შემოსავლის წყაროს ცვლილება. მარსი აგრესიული პლანეტაცაა და შესაძლოა რაიმე დიდი თანხისთვის ბრძოლაც კი დაგჭირდეთ, მაგალითად მემკვიდრეობის მისაღებად ან კომპენსაციის ასაღებად და ა.შ. მარსმა შესაძლოა იმპულსურად დაგახარჯინოთ ფული, ამიტომ ამ მხრივ სიფრთხილე გამოიჩინეთ. დიდი შენაძენებისგან თავი შეიკავეთ. 4 ივლისს სილამაზის, ჰარმონიის, ბედნიერების და სიყვარულის პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანში შედის. ეს პლანეტის ფანტასტიური მდგომარეობაა. ბედნიერებითა და ჰარმონიით იბრწყინებთ. ყველას თქვენს გვერდით ენდომება ყოფნა და ზღაპრულ ხასიათზე იქნებით. ივლისი კირჩხიბებისთვის იდეალური თვეა რომანტიული ურთიერთობებისთვის, დასასვენებლად და შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად.  7 ივლისიდან მერკური რეტროგრადული იქნება 3 კვირის განმავლობაში, რაც გარკვეულ პროცესებს შეაფერხებს და ცვალებადი სიტუაციები მომრავლდება. იგი თქვენს მეორე სახლში შემოტრიალდება. მოსალოდნელია რაღაც პაუზა სამსახურში ან ისეთ საქმეზე დაბრუნება, რაც ხელახლა გაქვთ გასაკეთებელი. რეტრო-მერკური საკუთარ შესაძლებლობებზეც დაგაფიქრებთ და შეიცვლება თქვენი თვითშეფასება. მოსალოდნელია პროფესიული თუ საგანმანათლებლო გამოცდების ხელახლა ჩაბარება. 7 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, ნუ შეიძენთ უძრავ ქონებას, ტექნიკას, ავტომობილს. შეგიძლიათ გაყიდოთ, თუმცა ყიდვა არ არის რეკომენდებული. 16 ივლისს კი მთვარის დაბნელება კულმინაციის მომტანი იქნება. თუკი ურთიერთობებში გაქვთ ბზარი, მაშინ აუცილებლად დასვამთ საბოლოო წერტილს, განქორწინდებით ან ცალკე გადახვალთ საცხოვრებლად. მთვარის დაბნელება ნათელს მოჰფენს ყველა გაურკვეველ სიტუაციას და მოგცემთ შესაძლებლობას დაალაგოთ პრობლემები. ამავე დაბნელებამ, შესაძლოა ახალი ადამიანი მოიყვანოს თქვენს სახლში, რომელიც ძალიან გეყვარებათ. ბედნიერი სასიყვარულო ურთიერთობის შემთხვევაში კი შესაძლოა ქორწინება გადაწყვიტოთ.

 

ლომი

2 ივლისს მზის დაბნელება თქვენს მე-12 სახლში მოხდება. ეს ციკლის დასასრული და ახალი ცხოვრებისთვის სამზადისია. ამ დაბნელებამ შესაძლოა გამცნოთ ორსულობის შესახებ. ასევე მოსალოდნელია ემიგრაციაში ან საზღვარგარეთ სასწავლებლად/სამუშაოდ წასვლა. მზის დაბნელებას ყოველთვის რაღაც ახალი შემოაქვს, ეს არის ნაბიჯი ახალი ცხოვრებისკენ. მოგეცემათ შესაძლებლობა განიკურნოთ და დაძლიოთ ნებისმიერი ტიპის დამოკიდებულება, მათ შორის ალკოჰოლიზმი, ნარკოდამოკიდებულება, კვებითი დამოკიდებულება. გათავისუფლდებით ყველაფრისგან, რაც ცხოვრებაში გამძიმებთ და ხელს გიშლით. ფარდა აეხდება ყველა საიდუმლოს, რაც კი თქვენი ან თქვენი ახლობლების ცხოვრებაში არსებობს. შესაძლოა ეს იყოს წარსულის საიდუმლო, რომელიც ახლა იჩენს თავს. სწორედ ეს დაბნელება დაგანახებთ იმ მიმართულებას, საითაც გსურთ ცხოვრების წარმართვა. მოსალოდნელია მოგზაურობა სულიერი ზრდისთვის. შესაძლოა რამე ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე ან ნაშრომზე დაიწყოთ მუშაობა. მარსი კი 2 ივლისს თქვენს ნიშანში შედის. ეს ფანტასტიური მდებარეობაა თქვენთვის. შესაძლოა სპორტით დაკავდეთ ან საკუთარი იმიჯი რადიკალურად შეიცვალოთ. მარსი გაიძულებთ იყოთ მეტად აქტიურები, შესაძლოა სპორტულ ღონისძიებაშიც კი მიიღოთ მონაწილეობა. იდეალური პერიოდია სამოგზაუროდ და დასასვენებლად. მარსი მებრძოლი პლანეტაა, ამიტომ ადამიანებთან ურთიერთობებში მოერიდეთ კონფლიქტებს, ეცადეთ მეტად ჰარმონიულები იყოთ. მთელი თვის განმავლობაში მოსალოდნელია მოლაპარაკებები, შესაძლოა საკუთარი მოთხოვნები და პრეტენზიები გამოთქვათ, იმსჯელოთ და საბოლოოდ მიხვიდეთ სასურველ შედეგამდე. გადაწყვეტილებებს 29 ივლისისთვის მიიღებთ. 4 ივლისს ვენერა (სიყვარულის, ფულის, სილამაზის და ჰარმონიის პლანეტა), ასევე თქვენს მე-12 სახლში შევა. მოსალოდნელია მოგზაურობა შორეულ ქვეყნებში, სიარული სილამაზის სალონებსა და კოსმეტიკის ცენტრებში. თუმცა ივლისის თვეში პლასტიკური ოპერაციებისგან თავი შეიაკვეთ. მე-12 სახლი შესაძლოა საიდუმლო სიყვარულსაც ნიშნავდეს. საუბარია ისეთ რომანზე, რომლის გასაჯაროვებაც არ გსურთ. შესაძლოა უცხოელ ადამიანთან დაიწყოთ ურთიერთობა. მოსალოდნელია წარსული სიყვარულის დაბრუნებაც. 7 ივლისს კი მერკური რეტროგრადული იქნება და იგი თქვენს ნიშანში შემობრუნდება. შესაძლოა რაღაც ძველს დაუბრუნდეთ, რაღაც ხელახლა გააკეთოთ. მოსალოდნელია ძველ მეგობრებთან ან სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის აღდგენა. შესაძლოა რაიმე ხელშეკრულების ან საბუთების ხელახლა გაფორმება მოგიხდეთ. კარგი პერიოდია კლიენტებთან ურთიერთობის აღსადგენად, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის. 16 ივლისს კი მთვარის დაბნელება თქვენს მე-6 სახლში მოხდება (ცხოვრების სტილი, მუშაობა და ჯანმრთელობა). მთვარის დაბნელება ნათელს მოჰფენს ამ სფეროებში ყველაფერს. შესაძლოა ჯანმრთელობის მხრივ რაღაცამ შეგაწუხოთ და მოგიწიოთ ექიმთან მისვლა და გამოკვლევების ჩატარება. აუცილებლად მიხედეთ თქვენს ჯანმრთელობას. ასევე მოსალოდნელია სამუშაო ადგილის ან უფროსობის შეცვლა. მთვარის დაბნელება კულმინაცია და უკანასკნელი წერტილია. ამიტომ, შესაძლოა თავად გადაწყვიტოთ სამსახურიდან წამოსვლა, რადგან იქ ყოფნა თქვენთვის უკვე აუტანელია. თუმცა ასეთი ცვლილებები აუცილებლად სასიკეთოდ შემოტრიალდება.

 

ქალწული

2 ივლისს მზის დაბნელება თქვენს მე-11 სახლში მოხდება. ჰოროსკოპის ეს სახლი მეგობრებს, კოლექტივს და ნაცნობებს განაგებს. მზის დაბნელებამ შესაძლოა ახალი ადამიანები მოიყვანოს თქვენ სახლში. შესაძლოა ახალი სამეგობრო წრე შეიძინოთ ან ახალი პარტნიორი გამოჩნდეს, რომელთანაც ძალიან დიდხანს იქნებით. ის, ვინც დაბნელების დროს შემოდის თქვენს ცხოვრებაში, ძალიან დიდი ხნით დარჩება. შესაძლოა სოციალურ ქსელში დაიწყოთ მუშაობა ან უფრო პოპულარული გახდეთ. მოსალოდნელია ონლაინ ბიზნესის წამოწყებაც. მე-11 სახლი ასევე განაგებს გრძელვადიან მიზნებსა და გეგმებს. ამიტომ, შესაძლოა ახალი მიზნები დაისახოთ და მათ მისაღწევად გეგმაც შეიმუშავოთ. 2 ივლისს მარსი თქვენს მეთორმეტე სახლში შევა. ეს შორეული ქვეყნების, მოგზაურობის სახლია, ამიტომ მოსალოდნელია მოგზაურობა, დასვენება და მივლინება. შესაძლოა სხვა ქვეყანაში გადახვიდეთ საცხოვრებლად ან სამუშაოდ ან ემიგრაციის მიზნით, საბუთების მოწესრიგება დაიწყოთ. მე-12 სახლი გვიბიძგებს, გავთავისუფლდეთ ყოველივე არასასურველისგან. დიდი სურვილი გაგიჩნდებათ, რომ მოიშოროთ არასასურველი ნივთები, ჩვევები თუ ადამიანები. მე-12 სახლი იზოლაციასაც გულისხმობს, ამიტომ შესაძლოა განმარტოება მოინდომოთ. 4 ივლისს ვენერა შევა თქვენს მე-11 სახლში და აქ მოსალოდნელია სასიყვარულო გრძნობების გაჩენა, ნაცნობობა, პაემანი. შესაძლოა რამე დიდ წვეულებაზე დაგპატიჟონ, სადაც კარგ დროს გაატარებთ. 7 ივლისს მერკური რეტროგრადული მიმართულებით იწყებს მოძრაობას თქვენს მე-12 სახლში (დასასრულის და ახლისათვის სამზადისის სახლია). შესაძლოა სამსახურში რაიმე პროექტის გადაკეთება ან ხელახლა გაკეთება მოგიწიოთ. რეტრო-მერკური წარსულში გვაბრუნებს, ყველაფერს ხელახლა გვაკეთებინებს. შესაძლოა განმეორებითი მკურნალობის კურსი დაგჭირდეთ ან დაბრუნდეთ მშობლიურ სოფელსა თუ ქალაქში. 7 ივლისიდან 2 აგვისტომდე არ შეიძლება ქირურგიული ოპერაციების გაკეთება. რეტრო-მერკურის დროს ძალიან კარგია ნივთების გაყიდვა, თუმცა არავითარ შემთხვევაში არაა რეკომენდებული რაიმეს შეძენა, განსაკუთრებით კი ტექნიკისა და უძრავი ქონების. 16 ივლისს კი მთვარის დაბნელება თქვენს მე-5 სახლში მოხდება. ჰოროსკოპის ეს სახლი განაგებს ბედნიერებას, სიყვარულს და ბავშვებს. მოსალოდნელია სასიხარულო ინფორმაციის მიღება თქვენი შვილების შეხება. მთვარის დაბნელება კულმინაციას წარმოადგენს და ხშირად ნათელს ჰფენს ყველანაირ სიტუაციას. შესაძლოა გაიგოთ, რომ თქვენმა შვილმა უმაღლესში ჩააბარა ან სამუშაო დაიწყო ან ქორწინება გადაწყვიტა. მოსალოდნელია ინფორმაცია ორსულობის შესახებ. მთვარის ეს დაბნელება შესაძლოა შემოქმედებით საქმიანობასაც უკავშირდებოდეს. მაგალითად, შეიძლება მონაწილეობა მიიღოთ მხატვრულ ღონისძიებაში ან ქასთინგზე გახვიდეთ. მოსალოდნელია საკუთარი შემოქმედებითი პროექტის წამოწყებაც. მეხუთე სახლი სიყვარულს განაგებს, ამიტომ მთვარის დაბნელება შესაძლოა ძალიან ემოციური და შოკისმომგვრელიც კი აღმოჩნდეს. აუცილებლად გაიგებთ თუ რას ემსახურება თქვენი ეს ურთიერთობა, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ თქვენი პარტნიორი დაოჯახებულია ან გღალატობთ. მთვარის დაბნელების გავლენით, შესაძლოა დაასრულოთ არასასურველი ურთიერთობები და მოემზადოთ ახლის დასაწყებად.

 

სასწორი

2 ივლისს მზის დაბნელება თქვენს მე-10 სახლში ხდება. ეს პირველ რიგში კარიერისა და სტატუსის სახლია. მოსალოდნელია სიახლეები სამსახურთან დაკავშირებით. შესაძლოა ახალი სამუშაო ან თანამდებობა შემოგთავაზონ ან საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტოთ. მოსალოდნელია სტატუსის ცვლილებაც, მაგალითად ქორწინება, შვილის შეძენა, შვილიშვილების შეძენა ან პენსიაზე გასვლა. შესაძლოა თქვენი რეპუტაცია შეიცვალოს ან საკუთარი რეპუტაციის დაცვა დაგჭირდეთ. მოსალოდნელია ჯილდოს ან პრემიის დამსახურებაც. 2 ივლისს მარსი თქვენს მე-11 სახლში შევა. ეს მეგობრებისა და კოლექტივის სახლია. მოსალოდნელია მეგობრებთან ან სასიყვარულო პარტნიორთან ერთად სადმე დასასვენებლად წასვლა. ასევე შესაძლებელია უფრო მეტად გააქტიურდეთ სოციალურ ქსელებში ან ონლაინ ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტოთ. მოსალოდნელია მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ წასვლა. შესაძლოა ახალი კოლექტივის წევრი გახდეთ, რაიმე ჯგუფს შეუერთდეთ ან ახალი თანამოაზრეები გამოგიჩნდეთ. მარსი აგრესიული პლანეტაცაა, ამიტომ მოსალოდნელია კონფლიქტი მეგობრებთან. 4 ივლისს  ვენერა (სილამაზის, ფულის, სიყვარულის, ჰარმონიის პლანეტა) შედის თქვენს მეათე სახლში (კარიერა და სტატუსი). ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენს სამსახურთან დაკავშირებით სასიამოვნო ამბები გელით. შესაძლოა თქვენში ინვესტიციაც კი ჩადონ. მოსალოდნელია სამსახურეობრივი რომანის წამოწყებაც. შესაძლოა წვეულებაზე წასვლა, სადაც კარგ დროს გაატარებთ. მერკური 7 ივლისს რეტროგრადული მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას და ესეც თქვენს მე-11 სახლში მოხდება. თუ სადმე გამგზავრებას გეგმავთ, მაშინ აუცილებლად ისეთ ქალაქსა თუ ქვეყანაში წახვალთ, სადაც უკვე ნამყოფი ხართ. შეიძლება გადააკეთოთ თქვენი ვებ-გვერდი ინტერნეტში ან თქვენი სოციალური გვერდი. მოსალოდნელია შეხვედრა ბავშვობის მეგობრებთან, შესაძლოა წარსულიდან დაბრუნდეს ისეთი ადამიანი, ვისთანაც კონტაქტი გქონდათ გაწყვეტილი. რეტრო-მერკურის პირობებში არ შეიძინოთ ტექნიკა და უძრავი ქონება. შესაძლოა უეცრად შეიცვალოს თქვენი გეგმები. მაგალითად, თუ სადმე გამგზავრება გქონდათ გადაწყვეტილი და დაგეგმილი, შესაძლოა ვეღარ ან აღარ წახვიდეთ ან სხვა დროისთვის გადადოთ. 16 ივლისს მთვარის დაბნელება თქვენს მეოთხე სახლში მოხდება. ჰოროსკოპის ეს სახლი საცხოვრებელ ადგილს, ოჯახსა და უძრავ ქონებას განაგებს. შესაძლოა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გადაწყვიტოთ, სხვა ქალაქში ან ქვეყანაში წახვიდეთ. მოსალოდნელია მოქალაქეობის ან ვიზის მიღება. ასევე შესაძლებელია რემონტის დასრულება. მოსალოდნელია ოჯახის წევრებში მოხდეს ცვლილება, მაგალითად ბავშვი შეგეძინოთ ან თქვენს და-ძმას შეეძინოს ან დედათქვენი გადმოვიდეს თქვენთან საცხოვრებლად და ა.შ.

 

მორიელი

2 ივლისს მზის დაბნელება თქვენს მეცხრე სახლში ხდება. ეს სახლი საკუთარი თავის შეცნობას, უცხო ქვეყნებს, უცხოელ ადამიანებთან კონტაქტს და მოგზაურობას უკავშირდება. მოსალოდნელია საერთაშორისო ბიზნესის ორგანიზება და ამ კუთხით შესაძლებლობები გამოჩნდება. თუ ახლა იწყებთ რაიმე ბიზნესს, მაშინ მის დარეგისტრირებას ნუ იჩქარებთ და აგვისტოსთვის გადადეთ. მოსალოდნელია სასწავლებლად წასვლა საზღვარგარეთ ან შეიძლება თავად გადაწყვიტოთ რომ ასწავლოთ სხვებს. შესაძლოა რომელიმე ჟურნალმა შემოგთავაზოთ თქვენი ნაშრომის გამოქვეყნება ან გამომცემლობა დაგიკავშირდეთ და თქვენი წიგნი გამოსცეს. 2 ივლისს მარსი თქვენს მეათე სახლში შედის. ეს კარიერის, რეპუტაციისა და სტატუსის სახლია. შესაძლოა ახალ პროექტსა თუ სამსახურში მთელი ენთუზიაზმით ჩაებათ. მოსალოდნელია სტატუსის ცვლილებაც. შესაძლოა უფრო პრესტიჟულ ადგილას გადახვიდეთ სამუშაოდ. 4 ივლისს კი ვენერა თქვენს მეცხრე სახლში შევა. მოსალოდნელია მოგზაურობა, რომელიც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, შესაძლოა რომანი გააბათ უცხოელ ადამიანთან. ვენერა ძალიან დადებით ემოციებს მოგიტანთ. შესაძლოა ისეთი ადგილები მოინახულოთ, რომლებიც სასიამოვნო შთაბეჭდილებების ქვეშ დაგტოვებთ. მოსალოდნელია საზღვარგარეთ სწავლის დაწყება ან საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობა. ვენერა ყველაფერს გაგიმარტივებთ. 7 ივლისს მერკური რეტროგრადული მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას თქვენს მეათე სახლში ( კარიერა და სტატუსი). კარიერისა და სამსახურის თემა ივლისში მორიელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მოსალოდნელია ახალი სამსახურის დაწყება, თანამდებობის ცვლილება და კერძო ბიზნესის წამოწყება. შესაძლოა საერთოდ შეიცვალოთ პროფესია. რეტრო-მერკურის პირობებში მოსალოდნელია რაღაცების გადაკეთება. შესაძლოა ხელახლა ჩააბაროთ რამე გამოცდები ან ხელახლა გააფორმოთ საბუთები. 16 ივლისს მთვარის დაბნელება თქვენს მესამე სახლში მოხდება. ეს კონტაქტების, ურთიერთობების, ახლო ნათესავებისა და კოლექტივის სახლია. მოსალოდნელია სიახლეები თქვენი ნათესავებისგან ან მეგობრებისგან. მესამე სახლი ახალი კონტაქტებია, ახალი ნაცნობობა და სამეგობრო წრე. მთვარის დაბნელება კულმინაციაა, ამიტომ შესაძლოა სწორედ ამ პერიოდში დაასრულოთ რამე სასწავლო კურსი ან პროექტი. მთვარის დაბნელება მესამე სახლში საცხოვრებელი ადგილის ცვლილებას და მოგზაურობასაც ნიშნავს. 23 ივლისს მზე თქვენს მეათე სახლში შევა. მზე ავტორიტეტული ადამიანებისა და კარიერის სიმბოლოა. შესაძლოა ავტორიტეტული პირის რჩევა დაგჭირდეთ ან კონსულტაცია. მზემ მეათე სახლში შესაძლოა ნათელი მოჰფინოს საქმიან სიტუაციებს. შესაძლოა გაიგოთ, რომ ახალი უფროსობა გეყოლებათ, ან კომპანია დაიხურება ან რეორგანიზაცია მოხდება.

 

მშვილდოსანი

2 ივლისს მზის დაბნელება თქვენს მერვე სახლში მოხდება (ფინანსები). ფული, ფინანსები და შემოსავლები მშვიდლოსნებისთვის ივლისში მნიშვნელოვანი თემა იქნება. მზის დაბნელება მერვე სახლში შეეხება თქვენს საბანკო სესხებსა და ინვესტიციებს, ბიზნეს-პარტნიორობას. მოსალოდნელია ფინანსური სქემის ცვლილება. შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია მემკვიდრეობის შესახებ. მერვე სახლი სხვისი ფულია, ამიტომ მოსალოდნელია შეიცვალოს თქვენი მეუღლის შემოსავლები, რაც თქვენს ბიუჯეტზე აისახება. შესაძლოა სასწავლო გრანტის, კომპენსაციის, სტიპენდიის ან ალიმენტის მიღებაც. 2 ივლისს მარსი თქვენს მეცხრე სახლში შევა. მარსი ენერგიის, მოგზაურობის, აქტივობის და სურვილების პლანეტაა. ამ პლანეტის მდებარეობა მეცხრე სახლში ძალიან კარგია, რადგან მეცხრე სახლიც უცხო ქვეყნებსა და მოგზაურობას განაგებს. მოსალოდნელია უცხოელ ადამიანებთან ურთიერთობა, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, უცხო ენების შესწავლა ან საზღვარგარეთ სასწავლო კურსსა თუ კონფერენციაზე გამგზავრება. მარსი მეცხრე სახლში კარგია პუბლიკაციებისთვის, ბიზნესის რეკლამირებისა და პოპულარიზაციისთვის. კარგი პერიოდია ონლაინ ბიზნესის განვითარებისთვის. მეცხრე სახლი იურიდიულ საკითხებსაც განაგებს, მარსი კი მებრძოლი პლანეტაა, ამიტომ არაა გამორიცხული სასამართლო დავების წარმოშობა. 4 ივლისს ვენერა თქვენს  მერვე სახლში შევა. ფულის პლანეტა ფულის სახლში ხშირად მოულოდნელ შემოსავლებს ნიშნავს. შეიძლება ფული გაჩუქონ ან თქვენმა მეუღლემ გამოიმუშავოს დამატებითი ფინანსები. მერვე სახლი ინტიმურ ურთიერთობებსაც ნიშნავს და შესაძლოა განსაკუთრებული ვნება და ინტერესი გაგიჩნდეთ ვინმეს მიმართ. 7 ივლისს მერკური თქვენს მეცხრე სახლში შემოტრიალდება და რეტროგრადული მიმართულებით იმოძრავებს 3 კვირის განმავლობაში. რეტრო-მერკური გეგმების ცვალებადობას, ყველაფრის გადაკეთებას და ხელახლა კეთებას ნიშნავს. კარგი პერიოდია მაგალითად სწავლის ხელახლა დასაწყებად, ლიცენზიების განახლებისთვის, გამოცდების გადასაბარებლად, სტატიის ან წიგნის გადასაწერად და ა.შ. მოგზაურობა კი ამ პერიოდში მოსალოდნელია ისეთ ადგილებში, სადაც წარსულში უკვე ნამყოფი ხართ. შესაძლოა შეხვედრა ისეთ ადამიანებთან, რომელთანაც წარსულში გქონდათ ურთიერთობა. რეტრო-მერკური მეცხრე სახლში ზოგჯერ სასამართლო პროცესებს აფერხებს, აჭიანურებს. შესაძლოა დამატებითი საბუთების ან სამხილების წარდგენა დაგჭირდეთ. 7 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით არ შეიძინოთ ტექნიკა და უძრავი ქონება. მოსალოდნელია ნივთების დაკარგვა, ავია-რეისებზე დაგვიანება, გულმავიწყობა და ა.შ. 16 ივლისს მთვარის დაბნელება თქვენს მეორე სახლში მოხდება. ეს ფინანსების სახლია. ორივე დაბნელება იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა შეიცვლება. როგორც ჩანს თქვენი შემოსავლები და ხარჯები არაა დაბალანსებული და ეს დაბნელებები ამ მდგომარეობას შეცვლის. შესაძლოა დამატებითი ხარჯები გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში ან პირიქით, უეცრად თანხა შემოგივიდეთ. 16 ივლისის მთვარის დაბნელება გატყობინებთ, რომ თქვენი საქმიანობის სქემა უნდა შეცვალოთ, რადგან იგი არ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა. აუცილებელია მუშაობის სტრუქტურის ცვლილება, შემოსავლებისა და ხარჯების სხვაგვარად გადანაწილება და ა.შ.

 

თხის რქა

2 ივლისს მზის დაბნელება თქვენს მეშვიდე სახლში მოხდება. ეს ურთიერთობების, სიყვარულის, ქორწინების, ნაცნობობის სახლია. შესაძლოა ხელი გთხოვონ ან საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტოთ, ან ამიერიდან საერთო ბიუჯეტი გქონდეთ. მოსალოდნელია შოკისმომგვრელი ინფორმაციის მიღება, ისეთი საიდუმლოს გამომჟღვანება, რომელიც ყველაფერს შეცვლის. თუ ურთიერთობა არ იყო დალაგებული, მაშინ ეს დაბნელება მის დასრულებას დააჩქარებს. შესაძლოა მზის დაბნელება არა სასიყვარულო არამედ საქმიან ურთიერთობაზე აისახოს. მოსალოდნელია ერთობლივი თანამშრომლობის წამოწყება ფიზიკურ პირთან ან ორგანიზაციასთან.  შესაძლოა კონფლიქტები თქვენს კონკურენტებთან ან მეტოქეებთან. შესაძლოა დაიწყოს განქორწინების პროცესი ან სასამართლო დავა რომელიმე კომპანიასთან. 2 ივლისს მარსი, მოქმედებისა და აქტივობების პლანეტა თქვენს მერვე სახლში შედის (ფინანსების, სხვისი ფინანსების სახლი). თუკი რამე სასამართლო დავა გაქვთ, მაშინ დიდი ალბათობით ეს საერთო ფინანსების ან ქონების გაყოფას შეეხება. ასევე მოსალოდნელია მემკვიდრეობის გაფორმება. თუმცა მარსი აგრესიული პლანეტაა და შესაძლოა მემკვიდრეობაზე საკუთარი უფლებების დაცვა მოგიხდეთ. შესაძლოა დავები სადაზღვეო კომპანიებთანაც. მოსალოდნელია ბანკს მიმართოთ სესხის ან კრედიტის ასაღებად. ივლისის თვეში აუცილებლად დაიწყებთ თქვენი ფინანსური მდგომარეობის დალაგებას. მარსი ვნებიანი პლანეტაცაა და შესაძლოა მხურვალე რომანი გააბათ. 4 ივლისს ვენერა, სიყვარულის, ჰარმონიისა და დიპლომატიის პლანეტა შედის თქვენს მეშვიდე სახლში შედის და ეს ფანტასტიური პერიოდია, პაემნებისთვის, სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ნაცნობობისთვის და საქმიანი შეხვედრებისთვის. მოსალოდნელია ფულის მიღება, მაგალითად შეიძლება თქვენმა მეუღლემ ან პარტნიორმა პრემია აიღოს, რაც თქვენს ბიუჯეტზე აისახება. მოსალოდნელია თქვენში ინვესტიციების ჩადებაც. 4 ივლისიდან კარგი პერიოდია დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის. 7 ივლისს მერკური რეტროგრადული მიმართულებით იწყებს მოძრაობას თქვენს მერვე სახლში. შესაძლოა რაღაც საბუთების გადაკეთება მოგიხდეთ. მოსალოდნელია სესხების რესტრუქტურიზაცია ან საკრედიტო პირობების ხელახლა შეთანხმება. თუკი ფინანსური დავა სასამართლოში მიმდინარეობს, მაშინ შესაძლოა ხელახლა დაიწყოთ მოლაპარაკებები მეორე მხარესთან. რეტრო-მერკურის პირობებში კარგია ვაჭრობა, შევაჭრება თანხასა თუ პირობებზე, თუმცა შენაძენს ამ პერიოდში ნუ გააკეთებთ. მნიშვნელოვანი ნივთები თუ უძრავი ქონება მხოლოდ 2 აგვისტოს შემდეგ შეიძინეთ. 16 ივლისის მთვარის დაბნელება თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან იგი თქვენს ნიშანში მოხდება. ამას განსაკუთრებით იგრძნობენ 13-15 იანვარს დაბადებული თხის რქები. სწორედ თქვენთვის, წლის ბოლომდე თქვენს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილება მოხდება. ეს შეიძლება შეეხოს თქვენს სამსახურს, პირად ცხოვრებას და ჯანმრთელობას. ცვლილებები შეიძლება დაუკავშირდეს მამათქვენს. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თქვენს ჯანმრთელობას და გაესინჯეთ ექიმს. მთვარის დაბნელება რადიკალური ცვლილებების მომტანი იქნება თხის რქებისთვის. ეს არის კულმინაციური მომენტი, რომელიც დაასრულებს ან ნათელს მოჰფენს ნებისმიერ სიტუაციას. 23 ივლისს კი მზე თქვენს მერვე სახლში შევა და 29 ივლისს მას ვენერაც შეუერთდება. ასე რომ, ფულის თემა ივლისში თხის რქებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება ეხებოდეს თანხებს, რომლებიც თქვენ არ გამოგიმუშავებიათ, მაგალითად ალიმენტები, სტიპენდიები, სახელმწიფო დახმარება, გრანტები და ა.შ. დაუთმეთ ეს თვე ფინანსური მდგომარეობის დალაგებას.

მერწყული

2 ივლისს მზის დაბნელება მოხდება თქვენს მე-6 სახლში. ეს სახლი ასახავს ყოველდღიურობას, სამასხურს, ჯანმრთელობას. სამსახურთან დაკავშირებით გელოდებათ ცვლილებები - შესაძლოა სამუშაო საათები შეგეცვალოთ, შემოგთავაზონ ახალი სამსახური ან არსებული სამსახურიდან წამოხვიდეთ, დაიწყოთ დამატებით მუშაობა იმისთვის, რომ ფული დააგროვოთ რამე დიდი შენაძენისთვის. ამ დაბნელებამ შეიძლება იმოქმედოს თქვენს მოტივაციაზე, იმაზე რომ თქვენს ყოველდღიურობაში შემოიტანოთ რამე სიახლე, ეს შესაძლოა იყოს სწორი კვება, ან მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევა, სპორტული აქტივობა. ამავე დღეს 2 ივლისს მარსი შედის თქვენს მე-7- ურთიერთბების, პარტნიორების, სურვილების სახლში. ამიტომ ადამიანების გაცნობა, შეხვედრა და მათთან საქმიანი ურთიერთბა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. მარსი ასევე აგრესიული პლანეტაა, რომელმაც შეიძლება თქვენში გაღიზიანება გამოიწვიოს და კონფლიქტი შემოგიტანოთ ცხოვრებაში. 4 ივლისს ვენერა შედის თქვენს მექვსე სახლში, რომელიც ფინანსებს, სამსახურსა და ჯანმრთელობას განაგებს. შესაძლოა ახალი თანამშრომლის მოსვლა სამსახურში. თუ საკუთარი კომპანია ან ბიზნესი გაქვთ, სავარაუდოდ თავად დაასაქმებთ ვინმეს და ეს ადამიანი თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს. 7 ივლისს მერკური რეტროგრადული მიმართულებით იწყებს მოძრაობას და ბრუნდება თქვენს მეშვიდე სახლში-  ოჯახის, ურთიერთბის, სიყვარულის სფეროში. შეიძლება წარსულიდან ვინმე ადამიანთან კონტაქტი დაამყაროთ, იქნება ეს ძველი მეგობარი თუ ყოფილი შეყვარებული ან მეუღლე. რეტრო-მერკურის პირობებში ნუ შეიძენთ ტექნიკასა და უძრავ ქონებას. თავი შეიაკვეთ მნიშვნელოვანიგ ადაწყვეტილებების მიღებისგან. არ მოაწეროთ ხელი ხელშეკრულებებს. ცუდი პერიოდია საქმიანობის წამოსაწყებად. 16 ივლისს მთვარის დაბნელება თქვენს მე-12 სახლში მოხდება.  ეს სახლი ნიშნავს განმარტოვებას,  ყველასგან შორს ყოფნას, სულიერ გათავისუფლებას. შეიძლება წახვიდეთ სამოგზაუროდ და ეს მოგზაურობა სრულიად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. მეთორმეტე სახლი არის სამზადისი ცხოვრების ახალი ციკლის დაწყების წინ. ეს არის საკუთარ თავში გამორკვევის პერიოდი. შესაძლოა რამე საიდუმლო ამბავიც გაიგოთ, ან ვინმე ადამიანს შეხვდეთ თქვენი წარსულიდან. 23 ივლისს მზე შედის თქვენს მეშვიდე სახლში და მას 29 ივლისს ვენერაც შეუერთდება. რამდენადაც მეშვიდე სახლი ურტიერთობებსა და სიყვარულს განაგებს, ვენერა კი სწორედ სიყვარულისა და ჰარმონიის პლანეტაა, ამ პერიოდიდან მოსალოდნელია ახალი სასიყვარულო თუ საქმიანი ურთიერთობები, რომლებიც სიამოვნებას მოგიტანთ.

 

თევზები

2 ივლისს მზის დაბნელება თქვენს მეხუთე სახლში მოხდება. ეს სიხარულის, სიყვარულის, ბედნიერების და ბავშვების სახლია. მოსალოდნელია ახალი სასიყვარულო ურთიერთობა და შეხვედრა თქვენს მეორე ნახევართან. შესაძლოა გაიგოთ ინფორმაცია ორსულობის შესახებ. მოსალოდნელია ბავშვის ნათლობა. შესაძლოა შეიტყოთ, რომ თქვენი შვილი იქორწინებს ან ცალკე გადავა საცხოვრებლად ან უნივერსიტეტში ჩააბარებს. მეხუთე სახლი ასევე არის ხელოვნებასთან დაკავშირებული, თევზებიც ზოგადად ხელოვანი ადამიანები არიან. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება ნიშნავდეს რამე კონკურსში მონაწილეობის მიღებას ან  გამგზავრებას რამე შოუზე, კონცერტზე და ა.შ. ამავე დღეს, 2 ივლისს მარსი (მოძრაობის და აქტიურობის პლანეტა) შედის თქვენს მეოთხე სახლში - ეს ნიშნავს მოგზარუობას, ადგილსამყოფელის ან საცხოვრებლის შეცვლას, ხანგრძლივ მივლინებას. შესაძლოა გაემგზავროთ სოფელში 2 თვით. ასევე შესაძლოა დაიწყოთ რემონტი, შეღებოთ კედლები, დაკავდეთ ფიზიკური სამუშაოებით. მეოთხე სახლი ასევე არის მშობლები, რაც ნიშნავს იმას რომ შესაძლოა ჩააკითხოთ მშობლებს, ბებია-ბაბუებს ან ბავშვობაში გატარებულ ადგილებში დაბრუნდეთ. მარსი აგრესიული პლანეტაცაა, ამიტომ მოსალოდნელია კონფლიქტები ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან. შეეცადეთ, მარსის ეს ენერგია ფიზიკურ აქტივობად გარდაქმნათ. 4  ივლისს ვენერა შედის თქვენს მეხუთე სახლში. ვენერა სიყვარულის, სიხარულის, ბედნიერების და ფულის პლანეტაა, შესაძლოა ვინმემ ფული გაჩუქოთ, დაგიფინანსოთ შვებულება, რესტორანში დაგპატიჟონ. დიდი ალბათობით, ეს ვენერა მოგიტანთ რაღაც სასიამოვნო სიახლეს. 7 ივლისს მერკური ბრუნდება თქვენს მეექვსე - სამსახურის და ჯანმრთელობის სახლში. ეს პლანეტა 3 კვირის განმავლობაში რეტროგრადული იქნება. ეს ნიშნავს იმას რომ შეიძლება საჭირო გახდეს რამე პროექტის, ნაშრომის გადაკეთება, თქვენს პირად ბიზნესში ცვლილებების შეტანა. შეიძლება თქვენს სფეროში და პროფესიაში კვალიფიკაცია აიმაღლოთ, ხელახლა აიღოთ ლიცენზია ან დამატებითი სერტიფიკატი. შესაძლოა დაგირეკონ ძველი სამსახურიდან და დაბრუნდეთ ამ ძველ სამსახურში. შესაძლოა ძველი სამსახურიდან წახვიდეთ და მოემზადოთ საკუთარი ბიზნესისთვის. 16 ივლისს მთვარის დაბნელება, იქნება თქვენს მე-11, მეგობრების სახლში.  შესაძლოა დადგეს რაღაც ემოციური მომენტი, ან დაშორდეთ შეყვარებულს ან მეგობარს სხვადასხვა მიზეზების გამო. მოსალოდნელია სამეგობრო წრის შეცვლა.   ეს მთვარის დაბნელება კარგია ონლაინ ბიზნესისთვის, ინტერნეტ საქმიანობისთვის, ონლაინ რეკლამისთვის. ეს პერიოდი ასევე კარგია სოციალურ ქსელების განახლებისთვის.  23-29 ივლისს მზე და შედიან თქვენს მეექვსე სახლში, სამსახურის და ჯანმრთელობის სექტორში. ამ პერიოდში მიხედეთ თქვენს ჯანმრთელობას, დაკავდით სპორტით, გადააგდეთ მავნე ჩვევები. შესაძლოა სამსახურის გამო შეიცვალოს თქვენი ცხოვრების სტილი.

ავტორი: მარიამ გიგანი