თბილისში მეტრო 06:00 - დან 23:00 საათამდე იმუშავებს

09:29 07-01-2019
41

დღეიდან მეტროს მუშაობის გრაფიკი შეიცვლება. კერძოდ, ერთი წლის განმავლობაში მეტრო დილის 06:00-დან 23:00 საათამდე იმუშავებს.

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ამისთვის გამოყოფილია 15 მილიონი დოლარი. პროექტის ფარგლებში, თბილისის მეტროში ძველი კაბელები ჩანაცვლდება 450 კმ. თანამედროვე, ISO-ს სტანდარტის კაბელით. ასევე, დამონტაჟდება 28 საგვირაბე გამნიავებელი და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორი.

მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით ჩატარდება.