„ქართული ოცნება" საარჩევნო ცვლილებების პრეზენტაციას გამართავს

09:14 07-01-2019
15

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო საარჩევნო ცვლილებების პრეზენტაციას დღეს გამართავს. პარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

საკონსტიტუციო ინიციატივა - ,,პროპოციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია 1-ელ ივლისს გაიმართება.

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციებს.

პრეზენტაცია 1-ელ ივლისს, 14:00 საათზე, სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.