მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

09:04 07-01-2019
2572

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

„1 ივლისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, განახორციელებს ,,ვლადიკავკაზ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის 194,0-197,0 კილომეტრებს შორის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 1 ივლისს 07:00 საათიდან -16:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდებათ: შპს ,,ყამარის“ , შპს ,,ენერგოკავშირის“ და შპს ,,ვარკეთილაირის“ აბონენტებს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.