პარლამენტთან აქციის მიმდინარეობისას ბიჭმა შეყვარებულს ხელი სთხოვა

23:23 06-30-2019
2499

პარლამენტთან აქციის მიმდინარეობისას ბიჭმა შეყვარებულს ხელი სთხოვა. 

მოულოდნელ წინადადებას აქციის მონაწილეებიც ოვაციებით შეხვდნენ. გოგონას პასუხი დადებითი იყო, შესაბამისად დღევანდელი საპროტესტო აქცია ახალგაზრდა წყვილისთვის მნიშვნელოვან სიმბოლოდ იქცა. 

ხელის თხოვნის ფაქტი თბილისში გამართული საპროტესტო გამოსვლების ისტორიაშიც პრეცედენტულია. მსგავსი ფაქტი წარსულში არასდროს მომხდარა.