ბახტაძე სტუდენტთა ინიციატივას ეხმაურება და ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის იდეას იწონებს

23:05 06-30-2019
35

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სტუდენტების ჯგუფის ინიციატივას ეხმაურება და ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის იდეას იწონებს. 

ბახტაძე ინიციატივას წერილითა ეხმაურება. 

„მისასალმებელი და ძალიან სასიხარულოა ახალგაზრდების კონსტრუქციული პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 

ქვეყნის მომავალი თქვენ ხელშია და საარჩევნო ბარიერის გაუქმებით თქვენ, ახალგაზრდებს გეძლევათ პოლიტიკაში შემოსვლისა და ქვეყნის მმართველობით პროცესში ჩართვის მეტი შანსი.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ მთავრობის დაქვემდებარებაში იქმნება ახალგაზრდული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდობისთვის საინტერესო ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას. 

მოხარული ვიქნები, თქვენთან შეხვედრით და თანამშრომლობის შესაძლებლობით",-წერს პრემიერმინისტრი. 

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა. წერილში ახალგაზრდები 20-21 ივნისის ღამის მოვლენებს ეხმაურებიან და მთავრობასთან კონსტრუქციული დიალოგზე მზაობას გამოთქვამენ.