ვის ადანაშაულებს მაგდა პაპიძე ქმარ-შვილის მკვლელობაში? - მსჯავრდებულის პირველი ინტერვიუ

23:02 06-30-2019
2655

ქმრისა და ხუთი წლის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე, რომელიც უვადო პატიმრობაში იმყოფება, ამბობს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. პატიმრის თქმით, სავარაუდოდ მისი ქმარ-შვილი ყოფილმა სპეცრაზმელმა დახოცა.

„ეს იყო ის ბიჭი, რომელიც რაიონიდან დადიოდა. შემდეგ მოხსნეს, ვალები ჰქონდა. ვინაობა არ ვიცი, მაგრამ გორის მხარეს ცხოვრობს, ტყვიავს ახსენებდა ხოლმე ომარი. ერთი ორჯერ ტელეფონში შეხლა-შემოხლა მოუხდათ. მე ვფიქრობ, რომ დაწინაურების გამო მოხდა”, - ამბობს მაგდა პაპიძე “იმედის კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 4 ივლისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე დამნაშავედ სცნო დამამძიმებელ გარემოებებში ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ  მკვლელობაში (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით). 2016 წლის 6 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.