პროტესტის კიდევ ერთი ფორმა - აქციის მონაწილეებმა პარლამენტს ზურგი შეაქციეს

22:07 06-30-2019
252

აქციის მონაწილეებმა პარლამენტს ზურგი შეაქციეს. ეს ფორმა დემონსტრანტებმა ერთ-ერთი ორგანიზატორის მოწოდების შემდეგ გამოიყენეს. 

როგორც აქციაზე აღინიშნა, სახელმწიფო უწყებების თუ თანამდებობის პირების წინააღმდეგ პროტესტის ზურგის შექცევის ფორმით გამოხატვა ხშირი მოვლენაა ევროპულ ქალაქებში და ამ შემთხვევაში ეს ჟესტი უკვე რუსთაველის გამზირზეც გამოიყენეს.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია უკვე მე-11 დღეა იმართება. აქციის ერთადერთი მოთხოვნა ამ ეტაპზე შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა.