„შემიძლია მილიარდი ბოდიში მოვიხადო“ - ნინო ქათამაძე აქციაზე მივიდა

21:47 06-30-2019
330

მომღერალი ნინო ქათამაძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთა. მან დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა და საზოგადოებას ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა.

„მადლობა რომ არ გეშლებათ სიმართლე და ღალატი. შემიძლია მილიარდი ბოდიში მოვიხადო. ვფიქრობდი, რომ არც ერთი დღე არ ყოფილა რუსეთიდან კეთილი ნაბიჯი. მადლობა თქვენ, რომ ხართ ნამდვილები, მე ამას გულით გეუბნებით,“ - განაცხადა ქათამაძემ. 

დღეს მომღერალმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც 20 ივნისის მოვლენების, 22 ივნისს მოსკოვში გამართული კონცერტის, რუსეთისა და პუტინის მიმართ დამოკიდებულების და ასევე იმ გადაწყვეტილების შესახებ ყვება, რომ რუსეთში კონცერტების გამართვას აღარ აპირებს. 

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან. პროტესტის მე-11 დღეს მთავარი მოთხოვნა კვლავ შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იქნება.