SpaceX-ის ხომალდმა კოსმოსში 152 ადამიანის ფერფლი წაიღო

20:55 06-30-2019
78

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Falcon Heavy კოსმოსში 152 ადამიანის ფერფლი წაიღო. ამის შესახებ ინფორმაციას  CNN-ი ​ავრცელებს.

კომპანია მუდმივად ყიდულობს ხომალდებზე თავისუფალ ადგილს, სადაც კაფსულებისგან შემდგარ პატარა კონტეინერს ამაგრებს, კაფსულებში კი, მათი კლიენტების კრემაციის შემდეგ დარჩენილი ფერფლია მოთავსებული.

Image

ასეთი ტიპის მომსახურება 5 ათასი დოლარიდან იწყება (1 გრამის შემთხვევაში). მთვარეზე ან უფრო შორს ფერფლის გაგზავნა 12.5 ათას დოლარზე მეტი ღირს.