ქობულეთში რუსეთის დროშა სასტუმროს აივანზე გადმოფინეს

19:59 06-30-2019
756

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე სასტუმრო „სოლიდარითის“ აივანზე სხვადასხვა ქვეყნის დროშაა გადმოფენილი, მათ შორის ოკუპანტი სახელმწიფოსიც. ინფორმაციას ამის შესახებ  TV 25 ავრცელებს.

„სასტუმროში ყველა ქვეყნის ტურისტია, მათ შორის რუსეთიდანაც არიან"- აცხადებს მენეჯერი.

კითხვამ, თუ ვისი გადაწყვეტილებით გადმოიფინა რუსეთის დროშა სასტუმროში, მენეჯერის გაღიზიანება გამოიწვია და მობილური ტელეფონი გათიშა.