"ნაციონალური მოძრაობა" 1 ივლის "ქართული ოცნების" დაგეგმილ ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას არ დაესწრება

15:45 06-30-2019
109

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები  1 ივლისს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ  პრეზენტაციას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არ დაესწრებიან.  ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ რომან გოცირიძემ განუცხადა.

„ხვალ არის „ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება  პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, შესაბამისად  ჩვენ იქ მისვლას არ ვაპირებთ. რაც შეეხება კონსულტაციებს, რომელიც კანონითაა განსაზღვრული, ბუნებრივია, პარტია მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.  

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნება ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას 1 ივლისს გამართავს. პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი, როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე ცესკოს წარმომადგენლებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციებს იწვევს.