საქართველოში 2007 წლამდე უნებართვოდ აშენებული ობიექტების ლეგალიზება იგეგმება

14:18 06-30-2019
724

ლეგალიზაციას “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილი ხდება განახორციელოს, 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება, ასევე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტების დასრულებისთვის განსაზღვროს ვადა და განახორციელოს მათი შემდგომი ლეგალიზება.