დევიდ ლი - პარლამენტში ძალადობრივი შეჭრა და ამაზე მოწოდებები ნაცმოს მიერ ვერ 'პრავდება' დასავლეთში

14:17 06-30-2019
1499

ბიზნესმენი დევიდ ლი 20 ივნისის აქციის დროს განვითარებულ მოვლენებსა და შემდგომ პოლიტიკურ პროცესს ეხმაურება. 

ის კრიტიკულ პოსტს facebook-ის გვერდზე აქვეყნებს.

„ცხადია, ინტერნეტით ვუყურებდით დღევანდელ მოვლენებს. დღეს,გუშინ, მანამდეც შემხვდა რამდენიმე კარგად ნაცნობი ევროპელი კოლეგა. გზავნილი მივიღე და მარტივად ვიტყვი მათ განწყობებს - პარლამენტში ძალადობრივი შეჭრა და ამაზე მოწოდებები ნაცმოს მიერ ვერ 'პრავდება' დასავლეთში. მიშას შედარებები, რომ გარეთ 2003წ. და მსგავსი მოვლენებია, არ 'იჭმევა' ბრიუსელებსა და ლონდონებში. დრონიდან გადაღებული ფოტო/ვიდეო კი დასავლელებს არ აინტერესებთ. თანაც, მაქსიმალურად გამოჩენილი ნაცმოსა და მათი სატელიტების მიერ მობილიზებული აქტივი უფრო აქ განსჯისათვისაა საინტერესო, ვიდრე ევროპასა და ვაშინგტონში. რეალურად მათ შეიტყვეს პარლამენტში ძალისმიერი შეჭრის მოწოდებები რევანშიტებისგან და ამას ვერაფრით გადაღეჭავენ. უზუსტესი კრისტალიზაცია კი სახეზეა. God save our country!",- წერს დევიდ ლი.