წყალდიდობა რუსეთში - დაღუპულია 5 ადამიანი

13:10 06-30-2019

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

წყალდიდობის შედეგად დატბორილია 4200 საცხოვრებელი სახლი. ამ დროისთვის უსახლკაროდ ათი ათასამდე ადამიანია დარჩენილი. 

სტიქიის ზონაში უკვე ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი. ვლადიმერ პუტინი მოსახლეობას დახმარებას დაპირდა.

ირკუტსკის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, რეგიონში ნალექი კვლავ მოსალოდნელია. გადაუღებელი წვიმის გამო, მდინარეებში წყლის დონე მომატებულია, რაც წყალდიდობის გამეორების საფრთხეს ქმნის.

ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

წინასწარი ინფორმაციით, სტიქიამ რუსეთის ბიუჯეტი 800 მილიონი რუბლით აზარალა.