ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

პარლამენტი

პოლიტიკა 1713299467

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე.„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა",– აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში. .

mamao

საზოგადოება 1713299463

"მე ბედნიერი ვარ, რომ ზოგიერთი ჩემი სულიერი შვილი ციხეში ზის. რატომ? იმიტომ რომ..." - მამა ბენიამინის ბრძნული დარიგებები

მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბენიამინ ბელქანია, საპატრიარქოს ტელევიზიისთვის რამდენიმე წლის წინ მიცემულ ინტერვიუში ადამიანის მთავარ ცოდვებზე საუბრობს. მოძღვარი ეხება ჩვენს დროებასაც. მამა ბენიამინი ბელქანია: ადამიანები დაავადებულნი არიან ერთმანეთის განკითხვით. სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრების გამო, ბოლო ოცდაათი წელიწადია, ერთმანეთის მიმართ ზიზღს განიცდიან. თუ ადამიანი მორწმუნეა,  როგორ შეიძლება, სკამების გამო არ დაინდოს ძმამ - ძმა, ერთმა მეორე ადამიანი?! როცა შენ მრევლი ხარ, განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო, როგორ შეიძლება ადამიანზე თქვა - აგენტიაო? არასწორია. საქართველო ყველას უყვარს, მაგრამ ყველას თავისებურად. ზოგი ევროკავშირის მომხრეა, ზოგი ევრაზიის. მე ჩემს მრევლს ვეუბნები, რომ მათთვის - ევროკავშირისთვის და ევრაზიისთვის, მთავარი - მატერიალური კეთილდღეობაა. ამოღებულია სული. შენ თუ მორწმუნე ხარ, შენი თავი ქრისტეა. არც ერთი პოლიტიკური კავშირის თავი ღმერთი არ არის. ღმერთი რომ იყოს, მასმედიის საშუალებით ვერც ბილწსიტყვაობას დაინახავდით. კომუნიზმის დროს თუ ღმერთს პირდაპირ უარყოფდნენ, ახლა, დემოკრატიის დროს - კანონი დგას ღმერთზე მაღლა.თავისუფლებას ზოგ ქვეყანაში იქამდე მიჰყავს ადამიანი, რომ ორ კაცს შეუძლია ბავშვი აიყვანოს. მათი პროპაგანდა მიდის, ფესტივალებია, გამოსვლებია... მე მიყვარს მრუშიც, მეძავიც, ყაჩაღიც, ქურდიც, მაგრამ ისინი ლოზუნგებით ხომ არ გამოდიან, რომ მართლები არიან. მართალი მხოლოდ ღმერთია, სწორი სახარებისეული ცხოვრებაა. ღმერთის ხელშია კანონიც და საქართველოს კეთილდღეობაც, მაგრამ ჩვენში მეტი რწმენაა საჭირო. ყველაზე მეტი ცოდვა რაც საქართველოშია, ეს აბორტია. ამ დროს ეს ადამიანები სხვას განიკითხავენ, მკვლელიაო. მეტი რწმენაა საჭირო, რომ ჩვენი რწმენა ღმერთს დავამორჩილოთ. თავი უნდა გამოვისწოროთ და ღმერთს შევუდგეთ.მე ბედნიერი ვარ, რომ დღევანდელ დღეს მოვესწარი. ჩვენ ქართველებს გადარჩენის საშუალება გვაქვს. დღეს პატიმარს იმის საშუალება აქვს, რისიც მე გარეთ არ მქონია. ბევრი საბჭოთა კავშირის დროს ისე მოკვდა, ცოდვა რა იყო, არ იცოდა. დღეს ციხეებში ტაძრებია, შესვლის და აღსარების ჩაბარების საშუალება მაქვს. მე ბედნიერი ვარ, რომ ზოგიერთი ჩემი სულიერი შვილი ციხეში ზის. რატომ? იმიტომ რომ იქ ლოცულობს, მარხულობს, ეზიარება. რომ გამოდის ციხიდან, მათი დიდი ნაწილი ღმერთს ივიწყებს, ზოგი წამლით კვდება, ზოგი თამაშით ნადგურდება... საცდური გამრავლებულია. ადამიანი სუსტია და ვარდება საცდურებში. მოწყინება, მოწყენილობა საიდან მოდის? ადამიანს მადლი რომ აკლია, ღმერთი რომ არ არის მასში, "საშველს" ხედავს სასმელში, წამალში, თამაშში, მოგზაურობაში,  ანუ გარეგნულში. როცა შენთვის მთავარია მატერიალური, ვერასდროს ვერ კმაყოფილდები, სულში კი სიმშვიდე არ გექნება. ჩემ თავზე ვარ დაკვირვებული, დილით გულით და სულით თუ არ ვილოცებ, იმ დღეს მრისხანება მელის, შეიძლება ადამიანს რამე არასწორად ვუთხრა...იმ მადლს, რასაც აღსარება-ზიარებით ვიღებთ, ყოველდღიური ლოცვა სჭირდება. როცა მადლია შენში, ყველაფერს უფრო ადვილად იტან. ინტერვიუს ვრცლად მოსმენის მსურველებს, შეგიძლიათ ამ ბმულზე გადახვიდეთ.ასევე დაგაინტერესებთ:"როცა მოახლოვდება ის საშინელი დღეები, წინასწარ გაგაფრთხილებთ და გზას გიჩვენებთ. აი, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება..." - მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანი"ქუდი მოიხადა, ვეცი და სამჯერ ვაკოცე შუბლზე! ან როგორ გავბედე?! აი, იქ ატყდა უბედურება!" - ამბები მამა გაბრიელზე"ადამიანს ბოროტი შთააგონებს, გაიხსენოს წარსულში დაშვებული შეცდომები, რათა ის სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს..." - როგორ ვებრძოლოთ შფოთვებს, წმინდა მამის რჩევა

ნაწლავის კიბო

რჩევები 1713299444

რა შეგიძლიათ გააკეთოთ მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკის შესამცირებლად

ცხოვრების წესის დახვეწისას, კვების ექსპერტები გირჩევენ მეტი სასარგებლო საკვების ჩართვას მსხვილი ნაწლავის ჯანმრთელობისთვის.კვება და დიეტა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკის შემცირებაში.კოლორექტალური კიბოს რისკი ასევე დამოკიდებულია ცხოვრების სტილის სხვა ფაქტორებზე და გენეტიკურ მიდრეკილებებზე, მაგრამ თქვენი დიეტა არის ერთ-ერთი რამ, რაც თქვენს კონტროლს ექვემდებარება. დაბალანსებული და ჯანსაღი დიეტა მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკის შემცირების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია.მიირთვით მეტი ბოჭკო და მთლიანი მარცვლეული - ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს. დიეტაში შეიტანეთ ბოჭკოებით მდიდარი საკვები, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, პარკოსნები და თხილეული.მთლიანი მარცვლეული, როგორიცაა ყავისფერი ბრინჯი, ქინოა, ხორბლის პური და შვრიის ფაფა განსაკუთრებით მდიდარია ბოჭკოთო და სხვა საკვები ნივთიერებებით, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკის შემცირებას.შეზღუდეთ წითელი და დამუშავებული ხორცი - ისინი დაკავშირებულია მსხვილი ნაწლავის კიბოს გაზრდილ რისკთან. შეეცადეთ შეზღუდოთ წითელი ხორცის მოხმარება და მთლიანად ამოიღოთ დამუშავებული, მზა ხორცის პროდუქტები რაციონიდან. ხშირად აირჩიეთ ცილის წყაროები, როგორიცაა ფრინველის ხორცი, თევზი და მცენარეული ცილები... ვრცლად..

დედოფალი

მსოფლიო 1713299351

ლიზ ტრასმა, უკანასკნელმა ადამიანმა, რომელმაც ელიზაბეტ II სიკვდილის წინ ნახა, დედოფლის ნათქვამი ბოლო სიტყვები გაამჟღავნა

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი ახალ მემუარებში იხსენებს თავის ბოლო ვიზიტს დედოფალ ელიზაბეტ II-თან, რომელიც შედგა მისი უდიდებულესობის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, 2022 წლის სექტემბერში. ვიზიტი შედგა შოტლანდიის ბალმორალის ციხესიმაგრეში, სადაც ტრასს და დედოფალს ჰქონდათ დრო სასაუბროდ.ტრასი აღწერს დედოფლის ბოლო სიტყვებს, როგორც დაპირებას, რომ მომავალ კვირას კვლავ შეხვდებოდნენ. დედოფლის ეს სიტყვები, როგორც ტრასი იხსენებს, თავდაჯერებულად იყო ნათქვამი. ტრასი ხაზს უსვამს, რომ დედოფალი რჩებოდა სრულად ჩართული ქვეყნის პროცესებში და აქტიური კომუნიკაციაში, მიუხედავად ასაკისა და მობილობის პრობლემებისა. მიუხედავად ფიზიკური მდგომარეობისა, ელიზაბეტ II განაგრძობდა თავისი მოვალეობების შესრულებას, ავლენდა დამახასიათებელ სიმახვილესა და ინტელექტს, რომელიც დამახასიათებელია მისი მმართველობის სტილისთვის.დედოფალმა ასევე მისცა ტრასს რჩევა მაღალ სამთავრობო სამუშაოებში სტრესის მართვის შესახებ და გააფრთხილა, თუ როგორ შეიძლება პრემიერ-მინისტრის როლმა დააჩქაროს დაბერება. სამწუხაროდ, 6 სექტემბერს შეხვედრა დედოფლისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. სულ რაღაც ორი დღის შემდეგ, 8 სექტემბერს, ბუკინგემის სასახლემ გამოაცხადა ელიზაბეტ II-ის გარდაცვალება და სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად "სიბერე" დაასახელა.ტრასის პრემიერ-მინისტრობის პერიოდი ხანმოკლე იყო და გამოირჩეოდა ეკონომიკური არეულობით, რამაც გამოიწვია ფუნტის ვარდნა. მისი პრემიერობა მხოლოდ 49 დღე გაგრძელდა. დედოფლის გარდაცვალება მოხდა მისი პრემიერობის დასაწყისში, რამაც კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოახდინა ახალ ლიდერზე.ასევე ნახეთ:სასწრაფოდ გადააგდეთ: ამ ტანისამოსს მხოლოდ უბედური ქალები ატარებენVIDEO: „მაქციის სინდრომით“ დაბადებული - ბავშვის დედა ამბობს, რომ ორსულობისას კატის ხორცი ჭამა

მზია გეწაძე

საზოგადოება 1713299195

"ახლა არანაირი შემოსავალი არ მაქვს და ვალებით გამაქვს თავი" - მზია გეწაძის გულახდილი ინტერვიუ

ქუთაისელი მომღერალი მზია გეწაძე 23 წელია სცენაზე დგას, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა მას ცოტა ხნის წინ სიმღერამ „ბოშა ქალო“ მოუტანა. ამ სიმღერას თავბრუდამხვევი წარმატებები მოჰყვა, თუმცა მომღერალი ახლა სამსახურის გარეშე არის დარჩენილი და თავს ვალებით ირჩენს.მზია გეწაძეს დიდი ოჯახი ჰყავს, რომელსაც თავად არჩენს. სამსახურიდან ის ოთხი თვის წინ გამოუშვეს, თუმცა რა არის ამის მიზეზი მისთვის უცნობია. ასევე, დაიხურა სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, რომელიც როდის გაგრძელდება უცნობია.„პრაიმ ტაიმს“ მზიამ გულახდილი ინტერვიუ მისცა.- როგორ ვიქნები, მოწყენილი ვარ, იმიტომ რომ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებები გაჩერდა, მარხვაა კონცერტები აღარ არის, ოთხი თვეა უმუშევარი ვარ. ჩემთვის ჯერ არ გამოჩნდა შესაბამისი რესტორანი, სადაც მიმიწვევენ და ვიმუშავებ. იმდენად ცოტა ხელფასს მთავაზობენ უბრალოდ არ ღირს მისვლა. უნდა იყოს მეტი დაფასება და მეც უფრო დავაფასებ. ახლა არანაირი შემოსავალი არ მაქვს. ძალიან მიჭირს, ჯერჯერობით ვალებით მივდივარ წინ, იმედი მაქვს რაღაც გამოჩნდება  და ვალებს მაინც გავისტუმრებ. წლების წინ ერთი დღეც არ მქონდა დასვენება, სულ ვმუშაობდი. 23 წელია ვმღერი და ხელფასი არ მქონია, მხოლოდ შაბაშებს ვიღებდი. ახლა შაბაშიც აღარ არის, რადგან რესტორანში აღარ ვარ. სახლში ვზივარ და ღვთის მოწყალებას ვუცდი. - ოჯახში არავინ არ მუშაობს?- ოჯახში არავინ არ ვმუშაობთ და მძიმე პერიოდი გვაქვს. ცოტა ხნის წინ, ჩემი მეორე შვილიშვილი დაიბადა. როცა ვმუშაობდი ყველას ყველაფერი ჰქონდა. იმ რესტორანში ბოლოს სადაც ვმუშაობდი, აპარატურის წილი დამადებინეს, ანუ სახლიდან ფული მიმატანინეს და ასე დავიწყე მუშაობა. არცერთ მუსიკოსს არ უნდა ნაშრომი გაგიყოს. 81 წლის დედა მყავს, რომელსაც ქუთაისში მარტო ვერ დავტოვებ და ამიტომ ვერ გადმოვდივარ თბილისში. - შემოქმედებითი სიახლეები გაქვთ?- „პოსლეზე“ ვწერ სიმღერებს, როდის გადავიღებ კლიპს არ ვიცი. სანამ ერთ-ერთ პროექტში ვერ გამოვჩნდები მანამდე ვერსად ვერაფერს ვიტყვი. „გვირილობასთან“ დაკავშირებით მონაწილეობა მივიღე გადაცემაში „გული მღერის“, მაინტერესებს ჩემი ქალაქის ხელმძღვანელობა თუ დამიძახებს გვირილობის დღესასწაულზე, მაგრამ რატომღაც არ მგონია. თბილისელი უნდა ვიყო ეტყობა რომ მიმიწვიონ. - თქვენ საკმაოდ სკანდალური ამბები მოყევით, თქვენი ყოფილი მეუღლის შესახებ, ხომ არ მოჰყვა ამას რამე რეაქცია?- არა, ვის რა უნდა ეთქვა. ყველა სიტყვა სიმართლე იყო. ბიჭი მყავს, მისი რეაქცია ნორმალური იყო, მორწმუნე და მორიდებული ბიჭია. რელიგიით არის გატაცებული. მე განა პატივი არ ვეცი ჩემს ქმარს, უბრალოდ სიმართლე მოვყევი, რომელიც ყველამ იცის.  ბიჭი გავუჩინე, რომელიც მის გვარს აგრძელებს და ახლა ორი შვილიშვილი გვეზრდება. მე ჩემს თავთან მართალი ვარ და ვინც მართალი არაა მისი პრობლემაა.- თქვენი ვაჟი რას საქმიანობს?- მევიოლინეა ჩემი შვილი. 3 წლიდან მარტო ვზრდი. ძალიან რთული იყო, მაგრამ მშობლები,  ჩემი ძმა, რძალი, ნათესავები, ახლობლები მეხმარებოდნენ. - შვილის მარტო აღზრდას დიდი ძალისხმევა სჭირდება, ასევე ფინანსები სწავლისთვის, როგორ შეძელით ეს ყველაფერი?- ჩემმა შვილმა ჯერ ქუთაისში ჩააბარა და უფასოზე მოხვდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში გადმოვიდა, რის გამოც დაფინანსება გაუნახევრდა. აქ დაგვჭირდა ბინის დაქირავება, ჭამაც ხომ იყო საჭირო, ამიტომ ოქროები გავყიდე, რომელსაც 19 წელი ვუნახავდი და სწავლის საფასური ასე გადავიხადე. შემდეგ ისევ ჩააბარა ეროვნული გამოცდები, ხელახლა მოიპოვა გრანტი და მოხვდა უფასოზე. ამის შემდეგ გამოცდებით მოხვდა დანიის სამეფო აკადემიაში, დანიიდან დაბრუნების შემდეგ ჩამოვიდა, მაგისტრატურაზე ჩააბარა და  ბუდაპეშტში მიიწვიეს გაცვლითი პროგრამით ლისტის სამეფო აკადემიაში. სწავლის დასრულების შემდეგ, თბილისში დაბრუნდა და ახალგაზრდულ ორკესტრში დაიწყო მუშაობა. ხელფასი 450 ლარი ქონდა, ამ თანხით ოჯახის რჩენა, ბინის ქირის გადახდა და თბილისში ცხოვრება შეუძლებელია, ამიტომ იანვარში სამსახური დატოვა და ახლა უმუშევარია.ქუთაისში დაბრუნებას მისთვის ახლა აზრი არ აქვს, დაცარიელებულია ქალაქი, ზოგი ემიგრაციაში წავიდა და არაფერი ხდება.- თქვენ არ გიფიქრიათ ემიგრაციაში წასვლაზე?- ბოლომდე მოვითმინე ყველაფერი და ჩემი შვილი არ მივატოვე. ვამბობდი ბავშვს მამა არ ყავს და მეც თუ განზე გავდექი ვინ იცის რა გაიზრდება-მეთქი. მე ის არ მივატოვე და გავზარდე ისეთი როგორიც ეკადრება მზია გეწაძეს.