ვინც მეტს ლა­პა­რა­კობს პატ­რი­ო­ტო­ბა­ზე, მისი უფრო ნაკ­ლე­ბად მჯე­რა - ილიკო სუხიშვილი

12:49 06-30-2019
239

"აქ მდგა­რი ხალ­ხის სამ­შობ­ლო­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი უფრო გულ­წრფე­ლია, ვიდ­რე მთლი­ა­ნად აღე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის, რომ­ლე­ბიც ოდეს­მე ყო­ფი­ლა ამ ქვე­ყა­ნა­ში და პარ­ტი­ე­ბის," - ამის შესახებ ილიკო სუხიშვილმა პარლამენტის წინ გამარტულ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. 

სუხიშვილმა 20 ივნისს მომხდარი მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ ძალადობა წინა ხელისუფლების დროსაც მომხდარა, დაზარალებული კი, ორივე შემთხვევაში, მხოლოდ ქართული საზოგადოებაა. 

ილიკო სუხიშვილის განცხადებით, მას არ სჯერა არცერთი ადამიანის პატრიოტიზმის, რომელიც ამ ამბავზე ყველაზე მეტს საუბრობს. 

"ვინც მეტს ლა­პა­რა­კობს პატ­რი­ო­ტო­ბა­ზე, მისი უფრო ნაკ­ლე­ბად მჯე­რა და აქ მდგა­რი ხალ­ხის სამ­შობ­ლო­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი უფრო გულ­წრფე­ლია, ვიდ­რე მთლი­ა­ნად აღე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის, რომ­ლე­ბიც ოდეს­მე ყო­ფი­ლა ამ ქვე­ყა­ნა­ში და პარ­ტი­ე­ბის. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ბრძა­ნე­ბა, ვინ გას­ცა, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ ბრძა­ნე­ბას შე­ას­რუ­ლებს და მათ ში­ნა­გა­ნად შე­უძ­ლი­ათ ამ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა, ყვე­ლა დროს იყო ასე­თი ხალ­ხი და ახ­ლაც ყო­ფი­ლან ასე­თე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ილი­კო სუ­ხიშ­ვილ­მა.