თელავის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

12:08 06-30-2019
16

გასული ღამის ძლიერი ქარის გამო ქარის გამო, 6 საათზე მეტია თელავის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

ენერგო-პროს კახეთის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ქარის შედეგად დაზიანებულია სადენები. საავარიო ჯგუფები აღდგენაზე მუშაობენ.

ენერგომომარაგების აღდგენის ზუსტი დრო ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი