ისტორიაში პირველად აშშ-ს პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე შევიდა.
დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს ჩრდილოეთ კორეას საზღვარზე მდებარე დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდა.
„მიხარია შენი ნახვა კიდევ ერთხელ“, - ასე მიმართა ტრამპმა კიმ ჩენ ინს.
„ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელიც გვეწვია. ეს ადასტურებს მის სურვილს, რომ ვიმუშაოთ უკეთეს მომავალზე“, - ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა განაცხადა.
აშშ-ს პრეზიდენტი კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შემდეგ კვლავ დემილიტარიზებულ ზონაში დაბრუნდა.
ეს ტრამპისა და კიმ ჩენ ინის უკვე მესამე შეხვედრაა.