სააკაშვილის პარტია რადას რიგგარეშე არჩევნებში ოფიციალურად დარეგისტრირდა

11:28 06-30-2019
390

მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალ ძალთა მოძრაობა“ უკრაინის რადას რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე სუბიექტად ოფიციალურად დარეგისტრირდა. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.

უკრაინის ცესკომ თავდაპირველად სააკაშვილის პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა, თუმცა შემდეგ ეს დადგენილება სასამართლომ გააუქმა.

რადას რიგგარეშე არჩევნები 21 ივლისს გაიმართება.