პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ამ საზოგადოების დამსახურება - დავით ბერძენიშვილი

23:21 06-29-2019
27

"პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ამ საზოგადოების დამსახურება," – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მოთხოვნებში არის პოლიტიკური ნაწილი, არის საკადრო ნაწილი. კონცეპტუალურ პოლიტიკურ ნაწილში ხელისუფლება ვაიძულეთ, ეთქვა „პროპორციული საარჩევნო სისტემა”. დაიწყეს ინიცირება. თავად გვაქვს ინიცირებული პროპორციულ საარჩევნო სისტემის მოთხოვნით 200 000-ზე მეტი ხელმოწერით და ახლა ეს ინიციატივები ერთმანეთს შეხვდება პარლამენტში. შესაქმნელია საკონსტიტუციო კომისია და განსახილველია საკითხები, სადაც რაღაცაში არის სხვაობა; ბლოკებთან დაკავშირებით, ბარიერთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ეს არის მსჯელობის საგანი, მაგრამ პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ამ საზოგადოების დამსახურება”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.