მმართველი გუნდი 1 ივლისს "პროპორციული არჩევნები 2020"- ის პრეზენტაციას გამართავს

21:50 06-29-2019
115

ქართული ოცნება ,,პროპოციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას 1 ივლისს გამართავს. პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი, როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე ცესკოს წარმომადგენლებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციებს იწვევს.

ნულოვანი ბარიერით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია. დოკუმენტს უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა.