მთავრობა უნდა გადადგეს - სანდრა რულოვსი

20:06 06-29-2019
176

„მთავრობას არანაირი ნდობა აღარ აქვს და უნდა გადადგეს, ვადამდელი არჩევნები კი რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს," - ამის შესახებ სანდრა რულოვსმა „თავისუფლების მარშში“ მონაწილეობის დროს განაცხადა.

რულოვსის განცხადებით, 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა მთლიანად მთავრობამ უნდა აიღოს.

„გახარია უნდა გადადგეს, მთავრობას არანაირი ნდობა აღარ აქვს და უნდა გადადგეს მთლიანობაში. უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები რაც შეიძლება, მალე. ივანიშვილის რეჟიმი უნდა დამთავრდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მათი პასუხისმგებლობაა - რა იარაღებიც გამოიყენეს, რაც ესროლეს ხალხს, რამდენი ხალხი დაინვალიდდა, რამდენი დაბრმავდა და ეს ყველაფერი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, გაფრთხილების გარეშე," - განაცხადა სანდრა რულოვსმა.