ტაძრის კედელზე სასქესო ორგანოები დახატეს - ვანდალიზმი თბილისში (ვიდეო)

15:19 06-29-2019
1169

სოციალური ქსელში ქსელში ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ასახულია თბილისში მდებარე ერთ-ერთი ტაძრის კედელზე დახატული სასქესო ორგანოები. თანდართულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

სავარაუდოდ 27 ივნისს ღამის საათებში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე, მეთორმეტე კილომეტრზე არსებულ წმ. ილია მართლის სახელობის ტაძარს ვანდალურად მოექცნენ და ტაძრის კედლებზე დახატეს სასქესო ორგანოები. ტაძარი მდებარეობს აგრალური უნივერსიტეტის წინ, ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბასილ ჟორჟიკაშვილი ადასტურებს ფაქტს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ფაქტი რამდენიმე თვის განმავლობაში რამოდენიმეჯერ განმეორდა. მომხდარზე შსს- გამოძიება დაიწყო“.