სახეში დამიზნებული ტყვია ჩემი მეგობრების შვილს ხელში მოხვდა - ისტორიკოსი ვიდეოს ავრცელებს

00:21 06-29-2019
1017

აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი გიორგი კაციტაძე Facebook-ზე 20 ივნისის ღამეს იხსენებს, როცა სპეცრაზმმა პარლამენტის წინ მომიტინგეების მიმართ რეზინის ტყვიები გამოიყენა: 

„სახეში დამიზნებული ტყვია ჩემი მეგობრების შვილს იმ ხელში მოხვდა, რომლითაც ტელეფონი ეჭირა. თითი კი მოტყდა, თუმცა მთავარია, რომ ნიკა გადარჩა დასახიჩრებას!.. ტელეფონმა კი აღბეჭდა სწორედ ის, ნიკასთვის დამიზნებული ტყვია. ევროკავშირის დროშას ამოფარებული მსროლელიც. და უკვე ძირს დაგდებულმა, ის შავი ცა, გაზის თეთრი ზოლებით, რომელიც იმ ღამით თავზე გვეხურა. ამ ვიდეოზე თუ დავაკვირდებით, კარგად ჩანს, რომ სპეცრაზმი უმიზნებს და თანაც თავში ხალხს...“ - წერს კაციტაძე.