მმართველი გუნდი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღებს - „სკამს არავინ გამოეკიდება“

14:34 06-28-2019
103

„ცალკეული პოლიციელების მიერ ძალის შესაძლო გადამატების ფაქტებზე დაწყებული გამოძიება წარიმართება გამჭირვალეობის უპრეცედენტოდ მაღალი ხარისხით და მასში ჩართული იქნება სახალხო დამცველის აპარატი“ - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა.

მისი თქმით, გამოძიების შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე საუბარი. 

„ჯერ უნდა იყოს გამოძიებული, შემდეგ მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ჩვენთან გუნდში ვერ ნახავთ ადამიანს, ვინც სკამს გამოეკიდება, მით უმეტეს ისეთი ფასეულობების მქონე ადამიანი, როგორიც არის გიორგი გახარია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.