ბუბა კიკაბიძე - მე პირველი ჩამოვალ მოსკოვში კონცერტის ჩასატარებლად, ჩვენი შერიგების შემდეგ

11:20 06-28-2019
1620

„მე პირველი ჩამოვალ მოსკოვში კონცერტის ჩასატარებლად ჩვენი შერიგების შემდეგ“ - ამის შესახებ ბუბა კიკაბიძემ „Комсомольской правде“ - თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ვრცელ ინტერვიუში კიკაბიძემ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ ოკუპანტი ქვეყანა ვართ, გამოდის, რომ თქვენ მზად ხართ გვესროლოთ ან მიემხრობით იმათ, ვინც ამას გააკეთებს?

-ამაში არანაირი ლოგიკა არ დევს. ეს არის ოკუპაცია. ახლა კიდევ ეს საშინელება მოხდა თბილისში.

-დიახ რუსი დეპუტატი დაპატიჟეთ და შემდეგ თვითონვე გააგდეთ... ახლა კი რუსეთია დამნაშავე?

- მე მხოლოდ რუსეთს არ ვადანაშაულებ. ყველასთვის მოულოდნელი იყო... ჩამოდის დელეგაცია და თავმჯდომარის ადგილას ჯდება გავრილოვი, რომელიც იციან, რომ აფხაზეთის ომთან იყო დაკავშირებული

- მაგრამ გავრილოვი ამბობს, რომ აფხაზეთთან არანაირი შეხება არ ჰქონია

- რა თქმა უნდა, უარყოფს. ყველა უარყოფს! მე დარწმუნებული ვარ, რომ ის სავარძელში ჩასვეს, თვითონ არ გადადგამდა ამ ნაბიჯს, მაგრამ ვინ ჩასვა?!

- რუსებს არ ჩაუსვიათ!

- რუსებს არა მაგრამ, ქართველმა, რომელიც რუსეთის მთავრობის გეგმით თამაშობს. აი რაშია საქმე.

- რატომ გააგდეთ ის? ის ხომ ოფიციალური წარმომადგენელია რუსეთის? ნამდვილად არ შეეფერება კავკასიურ ქმედებას

- და რამდენი ხანი შეიძლება ამის მოთმენა? ახლა ის ჩამოვიდა, ხვალ სხვა ჩამოვა, შემდეგ კი რომელიმე გენერალიც...

- ის თქვენ თავად დაპატიჟეთ.

- ამის გამო ვითარდება მოვლენები საქართველოში ასე. აკრიტიკებენ იმას ვინც ის დაპატიჟა. 

- რუსეთი აქ რა შუაშია? 

- რუსეთი არაფერში...

- მოდით გვითხარით, რატომ შეარცხვინეთ გავრილოვი ასე და რატომ გააგდეთ ქვეყნიდან? ობიექტურად გვიპასუხეთ ბატონო ბუბა.

- მოდით აგიხსნით, ჩემთან მოჰყავთ სტუმარი, რომელსაც არანაირი უფლება არ აქვს რომ მოვიდეს... მან მხარი დაუჭირა აფხაზეთის გამოყოფას საქართველოდან.. დაპატიჟეს... ხალხისთვის არ უკითხავთ... ჩვენებმა დიდი შეცდომა დაუშვეს... რატომ მიეთრევი პარლამენტში სადაც ქვეყნის მმართველობა ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრობს?

- ეს თქვენი საქმეა.

- სწორედ ამიტომ დაიწყო ყველაფერი.

- ბოდიში ჩვენი დელეგაციისთვის? ისინი ნამდვილად არაფერში დამნაშავეები არ არიან.

- სავარაუდოდ ვინც დაპატიჟა მან მოუხადა ბოდიში.

- ისინი ვინც თავს ესხმოდა დელეგაციას?

- აღშფოთებული ხალხი...

- ეს მათ ამართლებთ?

- მე თუ ხვალ მოსკოვში ჩამოვალ და პარლამენტში დავჯდები, დავიწყებ საუბარს რომ რუსეთი ოკუპანტია მე არ გამომაძევებენ?! რა თქმა უნდა, გამომაძევებენ.

- ვფიქრობ რომ თქვენ თვითმფრინავში კულტურულად ჩაგსვამენ?

- თქვენ გგონიათ მე პოლიტიკას არ ვიცნობ?! აფხაზეთში ვიყავი, როდესაც იქ ომი მიდიოდა. მე ეს სხვანაირად ვიცი. იქ ბიძაშვილი დამეღუპა, ალყაში მოყვნენ ჩრდილოეთ კავკასიელებში. თავი აიფეთქა, რადგან ეგონა, რომ მძევლად ჩავარდებოდა. არსებობს ეთნიკური საკითხები, რომელიც შენს სასარგებლოდ არ უნდა გამოიყენო. რანაირი დიპლომატია გავრილოვი?

- ის დეპუტატია.

- დიახ, მართლმადიდებელი კომუნისტი. ეს კრემლში იყო დაგეგმილი.

- „ქართულ ოცნებას“ დაუგეგმა რაიმე კრემლმა?

- არსებობს ვერსია საქართველოში, რომ ქვეყნის პარლამენტი რუსულ თამაშს თამაშობს. ფიქრობენ, რომ არის ვიღაც, რომელიც ამ ყველაფერს სათავეში უდგას. საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ეს ჩვენი მინუსია

- მინუსი??

- დიახ მე ასე ვფიქრობ, ჩვენ ვიღებთ სტუმრებს, ვუმასპინძლდებით, მაგრამ არ ვფიქრობთ რატომ და რისთვის. ჩვენთვის უმთავრესია, რომ სტუმარი კმაყოფილი იყოს. ნამდვილი კავკასიური ტრადიციაა.

- რუსეთში ეს თქვენს ყველაზე დიდ პლუსად ითვლება.

- ჩვენ ამის გამო ბევრს ვკარგავთ. ჩვენ პირდაპირ მაგიდაზე ხელის ბრახუნი არ გვჩვევია. მივხვდი, რომ კრემლის კანონებით მიდის თამაშები.

- ეს რაში გამოიხატება?

- რომ მიიყვანონ საქართველო იმ გადაწყვეტილებამდე, რომ რუსეთს მოსთხოვოს დახმარების ხელის გაწვდენა და ისინიც მოვლენ და დაგვეხმარებიან

- რა გამოდის რუსები უკვე არ დაეხმარნენ? იქ ჩადის მილიონობით ტურისტი, ჩადიან ინვესტორები, თქვენთვის ფული მოაქვთ, ყიდულობენ ბორჯომს, ღვინის ქარხნებს, ენერგეტიკას - ეს ცუდია?

- კარგია, როდესაც ორი ქვეყანა თანამშრომლობს ერთმანეთთან. მაგრამ ჩვენ რუსებისგან დაფასება არ გვაქვს. აქ რუსული ჩექმა იგრძნობა. როდესაც რაიმეს ვაპროტესტებთ, მაშინ აკრძალვები მოდის რუსეთიდან, რადგან „ქართველები ჭკუაზე მოვიდნენ“.

- რა გამოდის თქვენი ხელისუფლება რუსეთის ფეხქვეშ გაეგო?

- სხვანაირად როგორ ვთქვა? როდესაც ადამიანი, რომელიც მმართველობს ქვეყანას, ამბობს, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო? ნორმალური ადამიანი ამას დაიჯერებს? როგორ შეძლო ჩვენმა პრეზიდენტმა რომ ეს ეთქვა?

- მაგრამ მან თქვა, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია.

- მან ახლა შეცვალა თავისი პოზიცია. აქამდე ამბობდა, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ის ყოველთვის იცვლის თავის მოსაზრებებს.

- მოიცადეთ, 2008 წლის 8 აგვისტოს ქართველები გადავიდნენ იერიშზე. 

- მეც იგივეს გავაკეთებდი. იქ ყოველთვის ერჩოდნენ მშვიდობიან მოსახლეობას

- გამოდის, ომის პროვოცირება სააკაშვილმა მოახდინა.

- როგორ მოახდინა სააკაშვილმა?! ყველამ იცოდა, რომ როკის გვირაბთან უკვე რუსული ტანკები იყვნენ განლაგებული

- ანუ სააკაშვილს არ დაუწყია ომი?

- მას თავად ქართველები მოკლავდნენ ეს რომ გაეკეთებინა, როგორ შეიძლება მას ომი დაეწყო რუსეთთან?

- კი მაგრამ ევროპამაც კი ის დაასახელა ინიციატორად.

- ევროპამ ის დაასახელა, რადგან რუსეთი დიდია, ძლიერი, დიდი ფულით და ძლიერი პროპაგანდისტული მანქანით. ეს სერიოზული ქვეყანაა. და საქართველო ?

- რატომ არის ეს მიტინგი შეურაცხმყოფელი და უხამსი ლოზუნგებით სავსე?

- ვლადიმირ, არ შეუძლიათ მათ თავისი პოზიციის მშვიდად დაფიქსირება. ძალიან ბევრი ქართველი დაიღუპა 2008 წლის ომში. როგორ შეიძლება რბილად თქვან? ეს ყველაფერი გულში აქვთ

- რატომ არ უცხადებთ პრეტენზიას თურქეთს? მათ ორჯერ დიდი ტერიტორია წაიღო თქვენგან.

- დიახ...

- რატომ არ ექცევით თურქებს ისე, როგორც რუსებს?

- იმიტომ, რომ ქართველები არ არიან აგრესორები თავისი ბუნებით. თუ მათში ეს ემოცია გაიღვიძებს თურქეთის წინააღმდეგაც აჯანყდებიან. მე მინდა ვთქვა, რომ - თუ პუტინი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემას გადაჭრიდა - მის სურათს ყველა ქართველს ეკიდებოდა სახლში.

- აფხაზები სად წავიდოდნენ?

- ჩვენთან ერთად იცხოვრებდნენ...

- მათ თქვენთან ერთად ცხოვრება არ უნდათ.

- ამაშია საქმე, რომ არ უნდათ, რადგან მათ რუსული პასპორტები დაურიგეს

- პასპორტებში არ არის პრობლემა... მათ არ უნდიხართ.

მაშინ ასე ვიტყვი - რუსეთში ძალიან ბევრი მუსულმანი ცხოვრობს. თუ მუსულმანი ადამიანი ხვალ იტყვის, რომ ეს რაიონი ჩემია, მუსულმანური, რადგან აქ ვცხოვრობო... გახსოვთ ფილმი მიმინო რისთვის არის გადაღებული? იმისთვის, რადგან ადამიანი თავის სამშობლოში უნდა იმყოფებოდეს.

- თუ რუსი ტურისტები წავლენ დარჩებით არაბებისა და თურქების ამარა.

- დიახ, დავრჩებით. მაგრამ ამაზე ფიქრი ჩემთვის სწორია? იქნებ, დავჯდე, ვიფიქრო, ვთქვა, დიახ ვალოდია მართალი იყო. თუ ის არის სწორი, რომ ვთქვა „არა ჩვენ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ“ ? 

- ქვეყნის მხატვრები,პოეტები,არტისტები ხშირად მეგობრობენ. ნუთუ შეუძლებელია დაფიქრება - როგორ შეიძლება გამოიძებნოს რაიმე საერთო? და არა ვილაპარაკოთ მხოლოდ გაყოფაზე?

თქვენ ფიქრობთ, რომ მე ამაზე არ მიფიქრია? მაგრამ არცერთი რუსი ხელოვანისგან მსგავსი რამ არ მომისმენია. ფიქრობთ, რომ პირველმა მე უნდა დავიწყო ასეთი მოლაპარაკება? ეს არასწორია. აგრესორი რომ ვყოფილიყავი ამ შემთხვევაში გადავდგამდი პირველ ნაბიჯს

- რუსულ სოც ქსელებში წერენ, კიკაბიძე გაიყიდა ამერიკელებზე და რუსებზე როგორც ოკუპანტებზე საუბრობს.

ადრე, როდესაც გოგოს გამო ვჩხუბობდით შემდეგ ვრიგდებოდით და ერთად მივდიოდით ნამცხვრების საჭმელად, დასიებული თვალებით, თუმცა კვლავ მეგობრებად ვრჩებოდით. ჩვენს შემთხვევაში იცით როგორ იქნება? ერთხელაც ჩვენ შევრიგდებით და თუ ცოცხალი ვიქნები, რაშიც დიდი ეჭვი მეპარება, მე პირველი ჩამოვალ მოსკოვში კონცერტის გასამართად შერიგების აღსანიშნავად. და ვიმღერებ. მიყვარს რუსი ერი და ხალხი. სკოლაში ყოველთვის ხუთიანი მქონდა რუსულ ენაში ხოლო სხვა საგნებში ორიანები.

და ჩვენი ქვეყნის ხალხი, ჩემი აზრით, უნდა ცხოვრობდნენ მუსიკით, ყვავილებით, სროლის გარეშე, იბრძოლონ თავისი ქვეყნისთვის. ჩვენ ერთი უსიამოვნება გვაქვს. საქმე იქამდე მივიდა, რომ საათობით ვუყურებ „Animal planet“ - ს, რადგან ვიცი, რომ როდესაც მგელი ჭამს ვინმეს, ის მშიერია. ზედმეტს არ შეჭამს... ეს არის ყველაზე სამართლიანი ცხოვრება, მაგრამ არა ხალხში, არამედ ჯუნგლებსა და ტყეში - განაცხადა კიკაბიძემ.

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი